80 წლის ქალს, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის დატოვებს კლინიკას-რატიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141297 80 წლის ქალს, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის დატოვებს კლინიკას-განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. მისივე თქმით, ქალს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ორჯერ ჩატარებული ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუფიქსირდა. რატიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი 81 პაციენტიდან 66-ს კოვიდ19 აქვს. „რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი. რაც შეეხება 80 წლის ქალს, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის დატოვებს კლინიკას. ორჯერ ჩატარებული ტესტის შემთხვევაში მასთან აღარ დადასტურდა ინფექცია. ასევე, იცით, რომ გვყავდა 42 წლის მამაკაცი, მძიმე პაციენტი, რომელსაც მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა კომპიუტერული ტომოგრაფიით და ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ. დღეს რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა, ეს პაციენტი არის ახალგაზრდა, რომელიც იყო სუნთქვის უკმარისობის მკვეთრი დარღვევით და ჩატარებული სიმპტომური კვლევის შედეგად მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა.
0