80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 80 წლის ქალი კლინიკას სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. მისი თქმით, ის რეანიმაციული განყოფილებიდან უკვე თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ორჯერადი ტესტირებით, აღნიშნულ პაციენტთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მიღებული. „რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი. რაც შეეხება 80 წლის ქალს, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის დატოვებს კლინიკას. ორჯერ ჩატარებული ტესტის შემთხვევაში მასთან აღარ დადასტურდა ინფექცია. ასევე, იცით, რომ გვყავდა 42 წლის მამაკაცი, მძიმე პაციენტი, რომელსაც მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა კომპიუტერული ტომოგრაფიით და ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ. დღეს რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა, ეს პაციენტი არის ახალგაზრდა, რომელიც იყო სუნთქვის უკმარისობის მკვეთრი დარღვევით და ჩატარებული სიმპტომური კვლევის შედეგად მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა.
#კორონავირუსი
#გამიჯანმრთელებული
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0