რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლევან რატიანი

0
რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის კრიტიკული. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განცხადა. მისი თქმით, კლინიკა დატოვა 24 კვირის ორსულმა, ხოლო მეორე ფეხმძიმის მდგომარეობა სტაბილურია. რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული სამი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. „რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა, ხოლო სამი კრიტიკული რჩება. ასევე მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩვენგან 24 კვირის ორსული ქალბატონი გაეწერა. მეორე, 9 კვირის ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი 14 დღის გავლას ელოდება, რომ პროტოკოლის მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდეს. ასევე, იცით, რომ კლინიკაში გვყავს სამი მოზარდი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა.
#კორონავირუსი
#პაციენტები
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0