"ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა მშენებლობაზე ნებართვა შენობის დასრულების შემდეგ მიიღო — TI

ByOn.geGeorgia
0
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა მიქელაძემ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალციხის მერიას კანონდარღვევის შესახებ ორჯერ მიმართეს და უწყებამ მიქელაძეს ნებართვა ამის შემდეგ მისცა, თუმცა ამ დროისთვის ბენზინგასამართი სადგური უკვე აშენებული იყო.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0