ოზურგეთში ხანძრის ქრობისას სახლში კაცის ცხედარი აღმოაჩინეს

ByOn.geGeorgia
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას გარდაცვლილი კაცი იპოვეს. უწყების განცხადებით, ხანძარი 2-სართულიან სახლს გაუჩნდა და ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
#news
ByOn.geGeorgia
0