უკრაინაში სამი სასულიერო პირი დააჯარიმეს ბზობაზე ტაძარში მრევლის მიყვანისთვის
65 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

უკრაინის სამართალდამცველებმა სამ სასულიერო პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.

მიზეზი მართლმადიდებლური ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობა გახდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, ფაქტს „უპასუხისმგებლობა და ადამიანის ჯანრთელობისადმი უპატივცემულობა უწოდა“.

უკრაინაში მოქმედი კარანტინის გამო უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, რომ 12 აპრილს ტაძრებში არ მისულიყვნენ.

მრევლს სახლში დარჩენისკენ საგანგებოდ მოუწოდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, ეპიფანემ.


უკრაინაში სამი სასულიერო პირი დააჯარიმეს ბზობაზე ტაძარში მრევლის მიყვანისთვის - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment