მარნეულში , სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ ახორციელებს.

0
მარნეულში ადგილობრივ ფერმერებს, საკარანტირე რეჟიმის წესების დაცვით, უკვე შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება ადგილზე მოახდინონ; ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია მარნეულის მერიის , ზაურ დარგალის ოფიაციალურ გვერდზე . პროდუქტის ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ ახორციელებს, რომელსაც ყველა მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია. მარნეულიდან რეკომენდაციების დაცვით, ბოსტნეულის გატანა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული შტაბის ჩართულობით ხდება. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს, მსხვილი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებთან, ფერმერებისთვის პროდუქციის შეუფერხებლად და უწყვეტ რეჟიმში რეალიზაციის მიზნით. მარნეულიდან ტვირთის გატანის პროცესს მონიტორინგს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უწევენ.
#მეურნეობა
#კორონავირუსი
#მარნეული
#marneulidaily
0