"ირაკლი ოქრუაშვილი იყო და არის პოლიტიკური პატიმარი", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ შესრულდება, „არ მოხდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია და დადგება უმძიმესი შედეგები“.
„ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია. ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული შეიცავდა ორივე კომპონენტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დღემდე არიან ციხეში, ასე რომ შეთანხმება შესრულებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს იქამდე ივანიშვილი და მისი გუნდი, ყველას გვესმის რომ საქართველოსი კი არა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პანდემიაზე, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, მაგრამ ივანიშვილს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პირობები თუ არ იქნება შესრულებული, მაშინ არ იქნება ნორმალიზაცია. ივანიშვილი და მისი გარემოცვა დიდი ფასს გადაიხდის პოლიტიკურ მარცხთან ერთად", - განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
#იტაკლიოქრუაშვილი
#გიგაბოკერია
#შეფასება
#პოლიტპატიმარი
#tbilisidily