2019 წლის ჯოკერის ჩემი შეფასება

0
მინდა მოკლე შეფასება წარმოგიდგინოთ Joker-ზე ოთხი კრიტერიუმის დახმარებით. ვნახე რამდენიმე დღის წინ და ემოციების ხარჯზე მოვერიდე დაწერას და გარკვეული ანალიზის შემდეგ ასეთია ჩემი შეფასება: 1.შესრულება ფენიქსი ჩვენი დროების ჩემთვის გამორჩეული და უპირობოდ საყვარელი მსახიობია.მისი თამაში იყო უკიდეგანოდ ემოციური.ვიცინოდი, მტკიოდა და მიხაროდა მასთან ერთად.ვინც ნახეთ შეამჩნევდით, რომ როცა იცინის გადაბმულად აშკარად ტკივა, მაგრამ მაინც აგრძელებს და პერსონაჟიდან არ გამოდის.ეს არის ბრწყინვალე სამსახიობო ჟესტი და დამოკიდებულება როლის მიმართ.შესრულება:10/10 2.კინემატოგრაფია ფერთა გამა არის შესაფერისი და თვალის მომჭრელი.9/10 მინუს 1 ქულა, რადგან დამენანა Trailer-ში ნანახი ლამაზი კადრები ფილმში რომ არ შემხვდა. 3.მუსიკალური გაფორმება კომპოზიციები იყო დახვეწილად მისადაგებული და მძაფრი.გენიალურად ერწყმოდა ფილმის მიმდინარეობისას თავად პერსონაჟს, თუმცა მგონია უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი განსხვავებული და დასამახსოვრებელი გაფორმებები.9/10 4.სცენარი ეს კრიტერიუმი არის ზუსტად ნაკლებად მოსაწონი ჩეთვის.ერთგვარად კლიშეებით დატვირთულია და ვისაც სკორსეზეს Taxi Driver გაქვთ ნანახი, მიხვდებით, რომ ფილმი ცდილობს დაემსგავსოს და აიღოს უმეტესი ელემენტები ამ ფილმიდან, რაც ძალიან აშკარაა.ორიგინალობა სხვისი ნამუშვერის საფუძველზე არ მიიღწევა.7/10 საბოლოო შეფასება 8/10
#goodplaces
#opinion
#art
#photo
0