ტაქსის მძღოლი ( ჩემი აზრი , შეფასება)

0
- მარტინ სკორსეზეს საოცრად ძლიერი კინოპროქეტი, უდიდესი ნამუშევარი, რომელიც დროს უძლებს და აქტუალობას არ კარგავს. არაჩვეულებრივი რეჯისორული კონცეფცია და ამერიკული კინოს ერთ-ერთი უდიადესი ფილმი. ეს იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც ერთი ნახვით შეიძლება ვერ მოგხიბლოთ და ვერ მოახდინოს ეფექტი, მაგრამ თუ მეორეჯერ და მესამეჯერ ჩაუღრმავდებით, თქვენს წინ გადაიშლება გენიალური მარტინ სკორსეზეს ჩანაფიქრი მეგაპოლის ნიუ-იორკზე. ეს არის მეტაფორული ხედვა თანამედროვე კაცისა და გაუცხოვებისა გლობალურ სამყაროში. ნუ რა თქმა უნდა არაჩვეულებრივად წარმოაჩინა თავისი როლი სუპერ ძლიერმა რობერტ დე ნირომ (ჩემმა უსაყვარლესმა მსახიობმა და სკორსეზეს ერთგვარ ალტერ-ეგომ) და დაგვანახა ეკრანზე თუ რა გენიალურად შეუძლია გარდაისახოს რიგითი ნიუ-იორკელი ტაქსისტი არასახარბიელო ცხოვრებით, რომელიც ცდილობს ყველანაირი ხერხით რაიმე ანალიზი და ახსნა მოუძებნოს ამ ჩიხში შესულ ქალაქს, რის შემდეგაც იგი ხდება არაადეკვატური. სკორსეზეს ერთგვარი ეგზისტენციალური ჩანაფიქრი თავისი შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევრით და ბერნარდ ჰერმანის ჯაზური მუსიკით ( https://youtu.be/zDLVYEUb8vU ) ესაა გენიალური მუსიკა. მან დაგვიხატა ფსიქოლოგიური პათოსით დანამედროვე ნიუ-იორკი. მარტის ერთ-ერთი უნიკალური ქმნილება კინემატოგრაფიაში, უდავოთ შედევრი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი. ჩემი საყვარელი ფრაზები 1)დღეები უსასრულოდ იწელება, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი სადმე წასასვლელი მქონოდა, ძალიან თუ ჩაუღრმავდები საკუთარ თავს ფაქტია რომ ცოცხლად ლპები, ისეთი უნდა გავხდე როგორებიც სხვები არიან. პირველად ბეტსი სენატორ ვალანტაინის წინასაარჩევნო კამპანიის შტაბთან დავინახე, 63-ე და ბროდვეის კუთხეში. თეთრი კაბა ეცვა, უცებ გამოჩნდა ანგელოზივით, მთელ ამ სისაძაგლეში იგი ერთადერთი იყო. ისინი ვერ გაბედავენ, რომ შეეხონ მას. 2)მერე რამდენჯერმე დავურეკე და პირველი საუბრის მერე ტელეფონს აღარ პასუხობდა, ყვავილები გავუგზავნე მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა, ყვავილების სუნისგან კინაღამ გული ამერია, თავი მტკიოდა ალბათ კუჭის კიბო მაქვს, თუმცა სასაყვედურო არაფერია, ჯამრთელი ისაა ვინც თავს ჯამრთელად გრძნობს, ჯამრთელი კი მაშინ ხარ როცა თავს ჯამრთელად გრძნობ. 3)ყველა უწმინდური ღამით გამოდის გარეთ: ბოზები სუტინიორები, ქურდები, ცისფერები, მაწანწალები, ნარკომანები, ავადმყოფები. მოვა დრო და წვიმა გადარეცხავს ქუჩებიდან, ყველა ამ სიბინძურეს. 4)მთელი ცხოვრება ყველგან თან დამდევდა მარტოობის გრძნობა. ბარებში, მანქანაში, ტროტუარებზე, მაღაზიებში, ყველგან. მარტოობას ვერ გავექეცი. მე ღმერთმა შემქმნა მარტოობისთვის. დღეები აუჩქარებლად მისდევენ ერთმანეთს, ერთი დღე არაფრით გამოირჩევა მეორისგან, გრძელი უწყვეტი ჯაჭვი ერთფეროვნებისა https://youtu.be/zDLVYEUb8vU
#goodplaces
#opinion
#art
#photo
0