ჩვენ ვთვლით, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს - ეკატერინე ტიკარაძე

0
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქუჩებში სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს. მისი განმარტებით, აღნიშნულ ზომებს ბევრი სხვა ქვეყანა მიმართავს და ეს მხოლოდ საქართელოს პრაქტიკა არ არის. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს. ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ამ ობიექტების მორეცხვა და არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი რაოდენობის. შედგენილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი და ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს, “ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
#ეკატერინეტიკარაძე
#ქუჩებისდეზინფექცია
#განმარტება
#tbilisidaily
0