თუ რეკომენდაციები და წესები შესრულდება, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები მაისიდან, ეტაპობრივად მოიხსნას

0
თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დაადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან, სავარუდოდ, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას. ამის შესახებ შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და ამ წესების დაცვა - მხოლოდ ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა ნებისმიერ შემთვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, მგონი ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფღთხეს შეუქმნის მოქალაქეებს. რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დავუბრუნდებით ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად, ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფქტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს, “- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
#არჩილთალაკვაძე
#კორონავირუსი
#რეკომენდაციები
#tbilisidaily
0