3 votes
0 comments
0 shares
Save
აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს
125 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141306

აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს - ამის შესახებ ექიმი ლევან ხარაშვილი სოცილურ ქსელში წერს.

,,აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ "წვერს". ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები - სპორტსსმენობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბოზები - ბოზობას .... ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!", - წერს ხარაშვილი.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდეს - ჭიაბერაშვილი
ვირუსი ამ ზღუდეებს გაარღვევს/გაარღვევდა, მაგრამ "როდის" - ესაა მთავარი კითხვა-წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. "კრიზისის განვითარების თვალსაზრისით ჩვენც და კიდევ ბევრი ქვეყანა 3-4 კვირით ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპას. ამიტომ ყოველ დღეს ჩვენი მზაობის ასამაღლებლად აქვს დიდი ფასი. "მარნეულის შემთხვევის" გათვალისწინებით ჩამოვწერ რამდენიმე კრიტიკულ საკითხს: 1. მასობრივი ინფორმირება და ყოველი მოქალაქის ცნობიერებამდე საფრთხის შეგრძნებისა თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაყვანა არ ხდება მხოლოდ ბრიფინგებითა და სატელევიზიო ჩართვებით, თუნდაც ძალიან ავტორიტეტული პროფესიონალების მიერ. ერთ გვერდზე დაწერილი ძირითადი ინსტრუქცია რომ გაიზეპიროს ყველა მოქალაქემ, საჭიროა (საჭირო იყო თებერვლიდან!) ინტენსიური სატელევიზიო და ფბ-კამპანია, მათ შორის, უმცირესობების დონეზე. ასევე, აქაა საჭირო ზუსტად ადმინისტრაციული რესურსი!!! ყოველი სოფლის გამგებელი და სოფლის ექიმი/ექთანი ახლა უნდა იყოს სოფლის მომვლელიც, ინფორმატორიც და მომწესრიგებელიც! 2. საქალაქთაშორისო მოძრაობის ჩაკეტვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ძალიან დიდ ფასს ვიხდით ეკონომიკის გაჩერებით, მაგრამ ნახევარზომებით აზრს ვუკარგავთ უკვე განხორციელებულ ზომებსაც. ამიტომ თუ ვაკეთებთ ჩაკეტვას, ჩავკეტოთ ბოლომდე. ოღონდ მნიშვნელოვანია, სამსახურში მისვლის ლოჯისტიკა ავუწყოთ ექიმებსა და ექთნებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, სამხედროებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირდაპირ უნდა მიებას ცალკეულ საავადმყოფოებსა და სხვა აუცილებელ სამსახურებს. 3. მასობრივი სწრაფი ტესტირება ქვეყანას არ ეყოფა რესურსი, მთელი სოფლები და რაიონები კარანტინში განათავსოს. მასობრივი სწრაფი ტესტირება, მაგალითად, მარნეულში, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა, სწრაფად გამოეყო ინფიცირებულთა ჯგუფი და მხოლოდ მათი იზოლირება მოეხდინა სიმპტომების მიხედვით: მძიმეები საავადმყოფოში, მსუბუქები - საკარანტინო სივრცეებში, არაინფიცირებულები სახლებში მაქსიმალური სოციალური დისტანცირებით. მასობრივად სწრაფი ტესტირების ინფრასტრუქტურის შექმნას ვაგვიანებთ! ძალიან! მარნეულელი ქალის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ცალკე თემაა (თუმცა იხ. პუნქტი 1), მაგრამ საავადმყოფოში პნევმონიით შესვლის მომენტიდან რამდენ ხანში გაუკეთდა პაციენტს ტესტი კორონავირუსზე? გავარკვიოთ ეს და გავიგებთ, სად გვაქვს ხარვეზები. 4. დავიცვათ ჰოსპიტალები!!! მარნეულის "ჯეოჰოსპიტალი" კარანტინშია. მაშინ, როცა ყოველი ექიმი, ექთანი, საწოლი, სივრცის ერთი კვადრატულიც კი გასაფრთხილებელია, ჩვენ "დავკარგეთ" მთელი საავადმყოფო! იმედია, დროებით! რატომ? იმიტომ რომ საავადმყოფოები ჯერაც არაა გადაყვანილი საგანგებო რეჟიმზე, ჯერაც არაა გამკაცრებული მედპერსონალის უსაფრთხოების ზომები, ჯერაც არ ჩატარებულა მასობრივი ტრენინგი საავდმყოფოებში, როგორ გადაეწყოს თითოეული საავადმყოფო ახალ რეალობაზე. მედპერსონალს სჭირდება სათანადო ეკიპირება!!! გაითვალსიწინეთ, თბილისის ზოგიერთმა საავადმყოფომაც "დაკარგა" მედპერსონალი იმის გამო, რომ ნაწილი მარნეულის "ჯეოჰოსპიტალშიც" მუშაობდა. უნდა აიკრძალოს ერთი ექიმის/ექთნის ერთზე მეტ ადგილას მუშაობა და მათი სახელფასო დანაკლისი უნდა დააკომპენსიროს ჯანდაცვის სამინისტრომ. სამინისტრომ უნდა გააკეთოს სამედიცინო გუნდებად ამ დაყოფის სწრაფი მენეჯმენტი! 5. დავიცვათ პოლიციელები და სამხედროები! მათ ახლა ვავალებთ საკარანტინო სივრცეების დაცვას და მთელი რაიონების გაკონტროლებას. თავად არიან დაცულები? მათი რესურსი გასაფრთხილებელია. ვიმეორებ: ნახევარზომები ყველაზე არაეფექტურია. ზიანს, რასაც ვიღებთ ეკონომიკურად, გამართლება უნდა ჰქონდეს იმით, რომ ვირუსს ეფექტურად ვებრძვით. ვირუსი ამ ზღუდეებს გაარღვევს/გაარღვევდა, მაგრამ "როდის" - ესაა მთავარი კითხვა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 3-4 კვირა. მუშაობა 24/7 რეჟიმში!!!"-წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
გამოვჯანმრთელდი და გადავედი თვითიზოლაციაში - ნიკოლოზ გამყრელიძე
სამედიცინო კორპორაცია "ევექსი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თამვჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეს, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილია, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ინფორმაცია კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ 7 მარტს ნიკოლოზ გამყრელიძემ თავადვე გაავრცელა. "მეგობრებო, პაციენტი #10-იც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ! ჩვენ კი როგორც მოქალაქებმა ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!" - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს... - ჭიაბერაშვილი
​"ევროპული საქართველოს" ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის გამოსავლენი PCR და სწრაფი ტესტების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, ასევე მათ მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით ქვეყანაში როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება. "1. კარგია, რომ პროფესიულ და ასევე ფართო საზოგადოებაში კონსენსუსი შედგა იმის თაობაზე, რომ საჭიროა - PCR-ტესტები (რასაც ლუგარი აკეთებს) - დაჩქარებული PCR-ტესტები (რაც ჩინელებმა 1000 ცალი გვაჩუქეს და მარნეულზე გამოიყენება) - ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტი (რაც აუცლებელია საავადმყოფოებისთვის, რომ მათთან შესული ნებისმიერი სიმპტომური პაციენტი შეამოწმონ - რაც მერე მაინც უნდა გადამოწმდეს PCR-თესტით - და თავიდან აიცილონ ვირუსის საავადმყოფოში გავრცელება. რაც მარნეულის საავადმყოფოში მოხდა, არ უნდა განმეორდეს!) - ანტისხეულებზე დამყარებული სისხლის სწრაფი ტესტი (რაც უსიმპტომო და მსუბუქსიმპტომიან ინფიცირებულთა ფართო გამოვლენის და სრულყოფილი ეპიდსურათის დანახვის საშუალებას იძლევა - ოღონდ მინიმუმ 7 დღე რომ უნდა იყოს გასული, საზოგადოებამ ეგეც გაიგო) ცუდია, რომ ამაზე კამათში დაიკარგა 1 თვე - დრო, რომელიც მოვიგეთ საზღვრების დროული ჩაკეტვით, სწავლის არ- ან ონლაინ განახლებით და სხვა მსგავსი ღონისძიებებით. ახლა მთავრობის ამოცანაა, ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტებით რაც შეიძლება დროულად აღჭურვოს ყველა საავადმყოფო, რაც მათი დაცულობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია. შემდგომი დიდი გამოწვევა მედპერსონალის და საავადმყოფოების დაცვაა. ამას სჭირდება სათანადო ეკიპირება, ტრენინგი, COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებების შეტანა, პაციენტთა ნაკადების მართვა, მედიკამენტების მარაგების შევსება. ამის გარეშე ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს, რომელთაც ცოდნა, გამოცდილება და სამშობლოს სამსახურის დიდი ენთუზიაზმი აქვს, მაგრამ არ აქვს არც ფორმა, არც შაშხანა და არც ტყვიის მარაგი. 2. ამ მასშტაბის კრიზისის მართვა მთავრობის საქმეა. მედიკოსებს ეთქმით ყველაზე წონიანი სიტყვა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება და მათი აღსრულება მთავრობის საქმეა. პასუხისმგებლობაც მთავრობაზეა, როგორ განვითარდება მოვლენები. გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი გუშინწინდელ ინტერვიუში ამბობს: "ჩემი საქმე არაა საბოლოო ჭეშმარიტების დადგენა. მე ჭეშმარიტების გარკვეულ ასპექტებზე ვსაუბრობ, ვაღიარებ, რომ რაღაც არაა ცნობილი და ვამბობ "არ ვიცი". შესაბამისად, საჭირო ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები." ღმერთმა ქნას, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ - ინტენსიური კარანტინი და ტესტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით კეთება - გაამართლოს. ჯერჯერობით წარმატება - ვირუსის გავრცელების შეზღუდვა და/ან ნაკლები სიკვდილობა - აქვთ ქვეყნებს (სამხრეთ კორეა, გერმანია), რომლებმაც კარანტინთან ერთად მიზნობრივი ჯგუფების (ინფიცირებულთა კლასტერები, მედპერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი სხვა პერსონალი) მასობრივ ტესტირებას მიმართეს. იმის გამო, რომ მიზნობრივი ჯგუფების ფართო ტესტირება გამოიყენა, სამხრეთ კორეამ სწრაფად მოახერხა ვირუსის გავრცელების კერების ლოკალიზება და არც ეკონომიკის მთლიანი გაჩერება მოუწია. შედეგად, ჯანდაცვის ზიანიც ნაკლები მიიღო და ეკონომიკურიც. ჩვენი პრობლემა ისიცაა, რომ ათასობით ოჯახს, რომელსაც დანაზოგი არ აქვს, დიდი ხნით სახლში ვერ დასვამ, თუ მას შემოსავლის წყარო არ აქვს. ამას საგამგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ უშველის. 3. პოლიტიკის ანაბანა ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც მომავალი კრიზისის ნიშნები იკვეთებოდა, ნათელი იყო, რომ - დაავადებათა კონტროლის ცენტრს - ჯანდაცვის სამინისტროსა და - მთავრობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში განსხვავებული ფუნქციები ექნებოდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღემდე წარმატებულ ბრძოლას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარალელურად თან უნდა მიყოლოდა - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საავდმყოფოების სრული აღჭურვა და მომზადება ინფიცირებულთა სამკურნალოდ, და - მთავრობის მიერ სახლში დარჩენილი ათიათსობით უდანაზოგო ოჯახისთვის დახმარების პაკეტის და ასევე ზოგადად ანტიკრიზისული ეკონომკური სტრატეგიის დროული გამოცხადება როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე მთავრობამ ეს ამოცანა ჯერჯერობით ვერ შეასრულა და სწრაფი ტესტების არქონა დღეს ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ. პირიქით კი მოხდა: მთავრობა შეეცადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრისადმი საზოგადოებრივ ნდობაზე მოეხდინა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება და ფონს ამით გასულიყო. შედეგად, საზოგადოების სრულიად სამართლიანი ლეგიტიმური კითხვები დავადებათა კონტროლის ცენტრის მხარეს წავიდა. თუმცა დისკუსიამ სხვადსახვა მხრიდან ისეთი პოლიტიზებული სახე მიიღო, ნამდვილად არ მსურს მასში მონაწილეობა. ვიმეორებ: მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტიკურად პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა იყო აქამდე და როგორ განვითარდება მოვლენები. ღმერთმა ქნას, გავძვრეთ,"-წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს... - ცერცვაძე
უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის თქმით,ის ფიქრობს, რომ ერთი კვირის შემდეგ უკვე იქნება პლატო და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა. „მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, ახლა ძალიან დიდი რისკია საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ოქროს შუალედი უნდა მოინახოს, რომ შეზღუდვები შერბილდეს და ამავე დროს, უკან არ შემობრუნდეს ეპიდემია. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დარჩნენ სახლში. „მინდა მოსახლეობას ვთხოვო, გემუდარებით, რომ დავრჩეთ სახლში! ყველაზე მთავარია, დავრჩეთ სახლში. აუცილებლობის გარეშე მოვერიდოთ ყველანაირ შეკრებებს, ცოტა ხნით დავივიწყოთ შეკრებები, გართობა, ქორწილები, ქელეხები, გავიჭირვოთ ცოტა ხანი, რომ მართლა ცოტა ხანი გაგრძელდეს და „ეს ცოტა ხანი“ დიდხანს არ გაგვიგრძელდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის ეთერში“.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
“ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში
ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში - ხალხი ყველაფერს ხედავს - წერს სოციალურ ქსელში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია. "მხარს ვუჭერ ყველა იმ მკაცრი ღონისძიების გატარებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. შეკრებების შეზღუდვა უნდა ეხებოდეს ყველას, მათ შორის რელიგიურ შეკრებებს, განურჩევლად აღმსარებლობისა. ამ ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით უჭირს გამბედავი, თამამი ნაბიჯების გადადგმა. ცალკე ოპოზიციის რეაქცია აშინებთ, ცალკე გავლენიანი ინსტიტუტის, რომელსაც საპატრიარქო წარმოადგენს და ცალკე - საზოგადოების, ელექტორატის განაწყენება არ სურთ, მეტიც მათ გულის მოგებასაც კი ცდილობენ წყდება ჩვენი და ჩვენი შვილების, მშობლების, ახლობლების, უცნობების, ნაცნობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში - ხალხი ყველაფერს ხედავს. ამდენად, დღეს ყველამ არათუ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობას მკაცრი გადაწყვეტილებების გატარებაში, არამედ ხელიც უნდა შევუწყოთ რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადადგას გამბედავი, თამამი ნაბიჯები და ჰქონდეს იმედი, რომ არავინ ზურგში არ ჩავარტყავთ დანას - არც ოპოზიცია, არც საზოგადოება. ყველამ გავიაზროთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართოდ გავრცელება, ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც მთავარია თვითშეზღუდვა - სახლში დარჩენა, თორემ თუ ეპიდემიამ იფეთქა, ვერც ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს, ვერც მედპერსონალი გვეყოფა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით! გადაივლის ეს კრიზისი და ვირუსის დამარცხების შემდეგ, ყველა - ოპოზიციაც და საზოგადოებაც ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქართული ოცნება არ იყოს იქ, სადაც დღესაა - ხელისუფლებაში. მაგრამ ახლა სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ამის დრო არ გვაქვს. “ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში - ხალხი ყველაფერს ხედავს.” - მელია
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა - ღარიბაშვილი
ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ისაუბრა. მისივე თქმით, საპატრიარქომ თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ. მას მიაჩნია, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება "ოქროს შუალედია" "ჩვენ გვესმის, რომ რისკები ხალხმრავალ შეკრებებს ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს სავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა
ფონდმა "მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა - ამის შესახებ "პირველ რადიოს" პოლიტიკური გაერთიანებიდან “ლელო საქართველოსთვის” აცნობეს. გალის საავადმყოფოსთვის შეძენილი იქნა: პილსოქსიმეტრები, 50 ყუთი ნიტრილის ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები საავადმყოფოსთვის, 400 ცალი სამედიცინო ხალათი, 28 ყუთი ლატექსის ხელთათმანი. "მოძრაობა მომავლისთვის" განხორციელებული სამედიცინო ინვენტარის გადაგზავნა, პირველი სოციალური კამპანია იყო, რომელიც განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ტვირთი, რომელიც გაიგზავნა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საჭიროებისამებრ მოხმარდება. სამედიცინო ინვენტარის გადანაწილების პროცესს ადგილობრივი ექიმები გააკონტროლებენ. საჭირო ინვენტარის შესაძენად ფონდში მნიშვნელოვანი შემოწირულობა შეიტანა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ოჯახმა. ,,ეს არის პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გალის კლინიკაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება ამ რთულ ვითარებაში. იქ არის უმძიმესი მდგომარეობა და ძალიან მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა ყველა ბიზნესს და ადამიანს ვინც ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს. განსაკუთრებული მადლობა მამუკა ხაზარაძეს და მის ოჯახს ვინც პირველი მნიშვნელოვანი შემოწირულობა გააკეთა მოძრაობის ფონდში და დაეხმარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ" - განაცხადა "მომოს" დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა. ,,გალში ცხოვრობს, 40 000-დან 55 000-მდე საქართველოს მოქალაქე. ეს ხალხი ორჯერაა სახლიდან გამოყრილი და დღემდე მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან... ჩვენამდე მუდმივად მოდიოდა ინფორმაცია, რომ გალის საავადმყოფოები კორონავირუსთან საბრძოლველად არ არიან მზად. ადგილზე არ აქვთ - პირბადეები, ხელთათმანები, სადიზენფექციო საშუალებები და ა.შ. მამუკა ხაზარაძის შემოწირულობით და კიდევ რამოდენიმე ადამიანის დახმარებით, ჩვენ, დღეს ერთი მიკროავტობუსი, შესაბამისი ტვირთით, შევაგზავნეთ გალში. მადლობა მამუკას მხარდაჭერისთვის! ამასთანავე - აფხაზეთი სრულიად მოუმზადებელი ხვდება მოახლოებულ გასაჭირს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და იმედი მაქვს მალე, ამგვარ ტვირთს ისევ გავაგზავნით გალშიც და ამჯერად სოხუმშიც!"- განაცხადა კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა.
ძველი თბილისის ქრონიკები
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
რა შენობაა გამოსახული ფოტოზე ?
თბილისის კლასიკური გიმნაზია 1801 წლიდან, როცა საქართველოში მეფის რუსეთის ოკუპაცია დაიწყო, ქართული საგანმანათლებლო საქმის გამგრძელებელი გახდა კეთილშობილთა სასწავლებელი. პირველი მცდელობა, რუსული ენა საყოველთაო გაეხადათ საქართველოში, იყო 1802 წელს გახსნილი ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებელი, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულად წარმოებდა, მასწავლებლებად კი კანცელარიის რუსი მოხელეები იყვნენ მოწვეულნი. რუსულენოვანი სასწავლებელი უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისათვის, რის გამოც სკოლამ არსებობა მალევე შეწყვიტა. ის 1804 წელს მთავარმართებელ პავლე ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივითა და მზრუნველობით აღადგინეს და მას “კეთილშობილთა სასწავლებელი” უწოდეს. სასწავლებლის დაარსება ნათელი სხივი იყო დამოუკიდებლობადაკარგული საქართველოს შავბნელ სინამდვილეში. ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. კეთილშობილთა სასწავლებელი 26 წლის მანძილზე საქართველოში არსებული ერთადერთი საერო სკოლა იყო. სასწავლებლის პირველ დირექტორად დაინიშნა განსაკუთრებული ღირსებებით შემკული პიროვნება – ალექსი პეტრიაშვილი. მან ბევრი რამ გააკეთა სკოლისათვის. პირველმა დირექტორმა მთავარმართებელ ციციანოვის დახმარებით შეძლო სასწავლებელში ღირსეული პედაგოგების მოწვევა, საჭირო ლიტერატურითა და ინვენტარით სკოლის უზრუნველყოფა, სწავლის დონის ამაღლება. მან კეთილშობილთა სასწავლებელს ავტორიტეტი შესძინა. მდგომარეობა შეიცვალა ახალი მთავარმართებლის, ალექსანდრე ტორმასოვის დროს. მან განიზრახა კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო სკოლად გარდაქმნა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ალექსი პეტრიაშვილი, თუმცა მისი წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში უშედეგო იყო, ამიტომ მან 1810 წ. უარი თქვა სასწავლებლის დირექტორის თანამდებობაზე. პეტრიაშვილის შემდეგ სკოლა თანდათან კარგავდა რუდუნებით მოპოვევებულ სახელს, ეცემოდა დისციპლინა. შექმნილ რთულ ვითარებას წარმატებით გაართვა თავი და დახურვის პირას მისული სასწავლებელი განსაცდელისაგან იხსნა ახალმა დირექტორმა – თედორე ბუკრიბსკიმ. ტორმასოვის გეგმა კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო სასწავლებლად გადაქცევის შესახებ არ განხორციელდა, თუმცა სასწავლო საგნებს დაემატა რამდენიმე სამხედრო დისციპლინა. 1820 წლისთვის სკოლაში ისწავლებოდა: საღვთო რჯული, რუსული, ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ლათინური და გერმანული ენები, არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მსოფლიოს, რუსეთის და საქართველოს ისტორია, საყოველთაო და რუსეთის გეოგრაფია, ხაზვა და ხატვა. კეთილშობილთა სასწავლებელში თავდაპირველად საგნებს ჯერ ქართულ ენაზე ასწავლიდნენ ბავშვებს, ხოლო შემდეგ იმავე საკითხზე რუსულად უტარებდნენ გაკვეთილებს. ქართული ენის ცოდნა სავალდებულო იყო რუსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენის სწავლების შეზღუდვა გიმნაზიაში იწყება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან. თავდაპირველად კეთილშობილთა სასწავლებელი ორკლასიანი იყო. 1823 წლიდან ის უკვე ექვსკლასიანი გახდა და სასწავლო გეგმით გიმნაზიის როლს ასრულებდა საქართველოში. სასწავლებელში მოსწავლეებს იღებდნენ მისაღები გამოცდებით. კლასიდან კლასში გადასასვლელად ტარდებოდა გადასაყვანი ღია, წერითი გამოცდა. სასწავლო წლის ბოლოს იმართებოდა საჯარო აქტები, რომელსაც ესწრებოდნენ მთავარმართებელი, საქართველოს ეგზარქოსი, გუბერნატორი და სხვა მაღალი რანგის პირები. საჯარო აქტები, ფაქტობრივად, სადღესასწაულო, წინასწარ დადგმული წარმოდგენა იყო, რომელიც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა. 1830 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. ამ დროს აქ მოღვაწეობდნენ ქართული ეროვნულობისათვის მებრძოლი- სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით კეთილშობილთა სასწავლებლის გიმნაზიად გამოცხადებაში. 1825-1831 წლებში მიმდინარეობდა გიმნაზიის შენობის მშენებლობა, თბილისის მთავარი ქუჩის, მაშინდელი გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტის, ცენტრალურ ნაწილში, მთავარმართებლის სასახლის გვერდით. შენობა უზრუნველყოფილი იყო კარგი ავეჯით, კეთილმოწყობილი სასწავლო კაბინეტებით. 1869 წელს ჩატარდა შენობის რეკონსტრუქცია. პროექტი არქიტექტორმა ჩიჟოვმა შეადგინა. ფასადების გაფორმება არქიტექტორ ო. სიმონსონის პროექტით შესრულდა. პირველი სკოლა გიმნაზიის წინ, სადაც ახლა ილიას და აკაკის ძეგლი დგას, პატარა ეზო იყო, სასპორტო დარბაზით და ყრუ კედლით ქუჩის მხარეს. მოგვიანებით აქ ააშენეს ერთსართულიანი საბავშვო უნივერმაღი (“პასაჟს ეძახდნენ). ფაქტიურად გადახურულ ტროტუარს წარმოადგენდა და ბერიას მოედნისკენ მიმავალი თბილისელები ძალაუნებურად შედიოდნენ ამ პასაჟში. ძირითადად ქსოვილები იყიდებოდა და სხვადასხვა გალანტერია. მერე 1950-იანებში დაანგრიეს, როცა მთავრობის სახლის (პარლამენტის) მშენებლობა დაიწყეს. 1958 წლის ოქტომბერში, თბილისის 1500 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს, აქ გაიხსნა ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი, რომლის ავტორები არიან ცნობილი მოქანდაკეები ვ. თოფურიძე და შ. მიქატაძე. ბრინჯაოს ფიგურები თბილისში ჩამოასხეს. თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მატერიალური ბაზა თითქმის ორჯერ აღემატებოდა სხვა სასწავლებლების ბაზას. გაცილებით უკეთ იყო უზრუნველყოფილი დამხმარე სახელმძღვანელოებითა და კლასგარეშე ლიტერატურით. ეს უკანასკნელი დაშვებული და რეკომენდებული იყო მხოლოდ ამ სასწავლებლის ბიბლიოთეკისათვის. გამოირჩეოდა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც ყოველთვის დირექტორთა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სასწავლებლის წიგნადი ფონდი სხვა სასწავლებლებთან შედარებით საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, XIX წ. 80-იან წლებში 15766 ტომს მოიცავდა. გიმნაზიას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ანტიკური პოეზიის წიგნით მოვაჭრე ლაიფციგის ფირმასთან. მისგან იძენდა ანტიკურ ავტორთა – ცეზარის, ციცერონის და სხვათა თხზულებებს. გიმნაზიაში შექმნილი იყო მოსწავლეთა სწავლისა და დასვენებისთვის საჭირო პირობები. შენობის მთავარ ფასადს ეკროდა ფართო დარბაზი, რომელიც ყველასთვის სასურველი შესაკრები ადგილი იყო. დილაობით, მეცადინეობის დაწყებამდე, მოსწავლეები აქ ისმენდნენ ლოცვებს. სკოლის დარბაზში ეწყობოდა დასაშლელი სცენა, სადაც მოწაფეები სპექტაკლებს უცხო ენაზე დგამდნენ. გიმნაზიას ჰყავდა თავისი ორკესტრი. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექცია ზრუნავდა სკოლის ობოლი მოსწავლეებისათვის, ისინი ზაფხულის ცხელ დღეებში მანგლისში გაყავდათ დასასვენებლად. 1830 წელს გიმნაზიის ხელმოკლე ოჯახის მოსწავლეებისათვის გაიხსნა პანსიონი. აქ ცხოვრობდა და საუკეთესო პანსიონერთა რიცხვში ირიცხებოდა გიმნაზიის მოსწავლე – ნიკოლოზ ბარათაშვილი. სხვა სასწავლებლებთან შედარებით, თბილისის პირველ გიმნაზიაში გაცილებით მაღალი იყო აკადემიური მაჩვენებელი. გიმნაზიის კურსდამთავრებულებიდან, რომლებიც უმაღლესში მისაღებ გამოცდებს აბარებდნენ XIX ს. 90-იან წლებში, თითქმის ყველა ჩაირიცხა. აღდგენილი ქართული თეატრის ისტორიის პირველი დღეები დაკავშირებულია კეთილშობილთა სასწავლებელთან. 1850 წ. გიმნაზიის სცენაზე პირველად დაიდგა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის – გიორგი ერისთავის-პიესა “გაყრა.” თბილისის გიმნაზიაში ფუნქციონირებდა საქართველოში პირველი მეტეოროლოგიური ობსერვატორია. ნიკოლოზ ბარათაშვილმა და მისმა მეგობრებმა 1835 წელს დაიწყეს ხელნაწერი ჟურნალის – “თბილისის გიმნაზიის უწყებანის”-გამოშვება. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელს ალექსი პეტრიაშვილის შემდეგ 1905 წლამდე ქართველი დირექტორი არ ჰყოლია. 1905 წელს გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა ივანე გამყრელიძე (1905-1911). იგი საზოგადოებასა და სკოლაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1905 წლის 22 ოქტომბერი გიმნაზიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე იყო. ამ დღეს გიმნაზიის მოსწავლეები ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური ქაოსის მსხვერპლნი გახდნენ. ჯარისკაცებმა უმოწყალოდ ჩახოცეს სასწავლებლის მოწაფეები, გაძარცვეს და დაიკავეს შენობა. იმავე დღეს განუზრახავთ გიმნაზიის აფეთქება. დირექტორმა – ივანე გამყრელიძემ – გიმნაზიის მოსწავლეთა მიმართ დიდი თანადგომა და მზრუნველობა გამოიჩინა სასწავლებლისათვის ამ მძიმე წუთებში. 1924 წლიდან გასაბჭოებული საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ სახელი შეუცვალა გიმნაზიას და მას საცდელ-საჩვენებელი სკოლა ეწოდა. ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკიას დირექტორობის (1944-1953) დროს სასწავლებელში მოსწავლეთა თვითმმართველობა (კომიტეტი) შეიქმნა. გიმნაზიის სპორტულ დარბაზში ჩამოყალიბდა პირველი ქართული სპორტული საზოგადოებან – “შევარდენი,” ასევე პირველი სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში პირველი სპორტული სკოლა. 1954 წლიდან პირველი სკოლის დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ კიკვაძე. ნ. კიკვაძის დირექტორობის პერიოდი სასწავლებლის ისტორიაში წარმატებულად წარიმართა. ახალი დერექტორის, ლიანა შეწირულის, დროს XX ს. 70-იან წლებში სასწავლებელში შეიქმნა ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ფიზიკა-მათემატიკური, ხელოვნებათმცოდნეობის და არქიტექტორთა ჯგუფები, რომელთა კონსულტანტებად მიიწვიეს პირველსკოლადამთავრებული მეცნიერები. ფართოდ დაინერგა სკოლის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომელთა მოწვევის პრაქტიკა. 1977 წ. სკოლაში დაარსდა სასწავლო-სამეცნიერო “მცირე აკადემია”- “გიმნასიონი.” მისი დაფუძნების ორგანიზატორები იყვნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მოღვაწენი და სკოლის პედაგოგები. ისინი ერთობლივად ატარებდნენ ლექცია-საუბრებს, გაკვეთილებს. მოსწავლეები მეცნიერებთან ერთად მსჯელობდნენ სხვადასხვა დარგის აქტუალურ პრობლემებზე. ყოველწლიურად სკოლა საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. სკოლას ეწვივნენ იაპონიის, ფინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის მთავრობათა დელეგაციები, აშშ-ის წარმომადგენლობა… ყოველთვის დიდ ყურადღებას და დაინტერესებას იწვევდა სკოლის უნიკალური მუზეუმი, სადაც ინახებოდა სასწავლებლის საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი ნივთიერი თუ წერილობითი ექსპონატები. XX ს. 90-იან წლებში საქართველოში დაწყებული სამოქალაქო ომის მიმდინარეობა პირველი სკოლისათვის ტრაგიკული შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ბრძოლების დროს დაიწვა სასწავლებლის ისტორიული შენობა და მასთან ერთად განადგურდა ბევრი უნიკალური ნივთი და ძეგლი, რითაც ასე გამოირჩეოდა ორსაუკუნოვანი სკოლა, როგორც განსაკუთრებული ქართული სასწავლებელი. აშენდა ახალი შენობა, რომელიც 1995 წ. 1 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. განახლებულმა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ გააგრძელა მემკვიდრეობით მიღებული საუკეთესო ტრადიციები. აღდგენილ იქნა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. ისევ განახლდა სკოლის მუზეუმი, სასწავლებელში მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა. გიმნაზიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი მასწავლებლები: სოლომონ დოდაშვილი; დიმიტრი ყიფიანი; სიკო ვაჩნაძე; ანტონ ფურცელაძე; ივანე კერესელიძე; ივანე ნიჟარაძე; ბესარიონ ღოღობერიძე; ექვთიმე თაყაიშვილი; სევერიან კაშია; ვასო აბდუშელიშვილი; ტერენტი ვეფხვაძე; მერი მიქაბერიძე; ნინო ვარდიაშვილი; ვანო ხელაია; ეთერ ტაბიძე; ბაბო მჭედლიძე; მზია წივწივაძე; გიორგი გეხტმანი; თედო სოხოკია; ლიდა გუგუნავა; გრიგოლ კუტუბიძე; ნადია სიხარულიძე; მარგალიტა პოლოლქაშვილი; ლალი გაფრინდაშვილი; ირაკლი ბეროზაშვილი; ჯიმშერ მუჯირი; ეთერ მონიავა; თინა ფერაძე; ვალენტინა ჩხენკელი; ილინა ბოლოტინა; ცუცუნია ლორთქიფანიძე; გიგი შირაქაძე; ნინო ალადაშვილი; შოთა აბაიშვილი; ილია სიხარულიძე; ციალა შოშიაშვილი. გიმნაზიაში სწავლობდნენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ვახტანგ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, პეტრე მელიქიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილი,- იუჟინი, ვასო აბაშიძე, ვლადიმერ ნებიროვიჩ-დანჩენკო, ივანე ჯავახიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ოთარ ონიაშვილი, არჩილ გელოვანი, ოსკარ შმერლინგი, მიხეილ გრუშევსკი, იმანუელ კრასკიანკი, ვახუშტი კოტეტიშვილი, კოტე მახარაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლატავრა ფოჩიანი, თენგიზ სუხიშვილი, ძმები ჟორდანიები; გიგი უგულავა, ზვიად გამსახურდია, ლევან აბაშიძე, ნიკა გილაური, ზურაბ სოტკილავა, ალ. ხახანაშვილი, მაია ჩიბურდანიძე.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
თუ პიკი იქნება, მსუბუქ პაციენტებს სახლში მკურნალობა მოუწევთ - ინფექციონისტი
კორონავირუსით გამოწვეულ პიკს სპეციალისტები დაახლოებით 10 დღეში ელოდებიან. ინფექციონისტების თქმით, პანდემიის პიკის დაწყებას ბევრი გართულება მოყვება. მათი თქმით, პაციენტების რაოდენობას კლინიკები ვეღარ დაიტევს და ექიმები იძულებულები გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ. ინფექციონისტების განმარტებით, ამ ეტაპისთვის ყველა პაციენტს სტაციონარში შესაბამის მკურნალობას უტარდებათ, პიკის დროს კი, მსუბუქი პაციენტები მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ. ექიმები მოსახლეობას, კვლავ სახლში დარჩენისა და რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, საჭიროა არსებული ღონისძიებების გაგრძელება. „ორი-სამი კვირის წინ ვამბობდით ორ-სამ კვირას. გასაგებია, მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი. თუ გავთამამდით, რომ ბევრი აღარ არის და შევჩერდეთ - არა. ჯერჯერობით, ისევ საჭიროა ამ ღონისძიებების გატარება. ვფიქრობ, იქნებ გადავრჩეთ, მაგრამ მაინც იქნება მატება“, - განაცხადა ენდელაძემ. ინფექციონისტი თამარ სოკოლავა კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებს სახლში მოუწიოთ მკურნალობა. „პიკს ერთ კვირაში ან 10 დღეში შეიძლება ველოდოთ. თუმცა, ეს ბოლო პერიოდი იყო პიკივით, რადგან დღეში 30-34 პაციენტი გყვავდა. თუ პიკი იქნება, რაოდენობა პაციენტების აღემატება საწოლების რაოდენობას და მსუბუქ პაციენტებს მოუწევთ სახლში იმკურნალონ, ხოლო მძიმე პაციენტები გააგრძელებენ სტაციონარში მკურნალობას“, - აცხადებს სოკოლავა.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
პლაქვენილი, დემოკრატიისა არ იყოს, არ არის საუკეთესო, მაგრამ დღეს არსებულ ასორტიმენტში საუკეთესოა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას საქართველოში მოქმედი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის შესახებ. ცერცვაძის თქმით, საუბარი, თითქოს მკურნალობის პროტოკოლი არ არის კარგი, ხდება პაციენტების არასწორი მკურნალობა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ცერცვაძის თქმით, ის რომ პლაქვენილი არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოა, დაადასტურა როგორც FDA-მ , ასევე იმ შედეგებმაც რაც ამ მხრივ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს: "ბატონი გურული აკრიტიკებდა საკმაოდ მოურიდებლად, რომ ეს პროტოკოლი არ ვარგა და საქართველოში არასწორად მკურნალობენ, არასწორად და არამიზნობრივად უნიშნავენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედიკამენტ პლაქვენილს. თითქოს ამას უნიშნავენ უსიმპტომო ავადმყოფებს. თითქოს ამ მედიკამენტს იყენებენ საპროფილაქტიკოდ და მალე დამტკიცდება, რომ პლაქვენილი არაა კარგი წამალი. ჩერჩილი ამბობდა, რომ დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს, ძალიან კარგად შეესაბამება ეს პლაქვენილს. კოვიდის პირდაპირ სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს, მიმდინარეობს კვლევები, ამ ფონზე როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, პლაქვენილი ბევრის მიერ, არა ყველას მიერ, მაგრამ ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ. ჩვენ გავეცანით რა, სხვადასხვა ქვეყნის კვლევებს, მედიკამენტის მოქმედების მექანიზმებს, დაავადების პათოგენეზს, ჩავთვალეთ რომ პლაქვენილი ყველას სჯობდა, ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა შემდგომში პრეზიდენტს ტრამპის განცხადებამ 19 მარტს, ჩვენგან ერთი თვის მერე გააკეთა განცხადება და მოუწოდა აშშ-ს და მსოფლიოს რომ დაიწყონ მკურნალობა პლაქვენილით, მართალია იყო კრიტიკა რომ ტრამპი არაა ექიმი, მაგრამ მას ჰყავს მრჩეველთა ჯგუფი, რომელთა კონსულტაციის გარეშე ამ განცხადებას არ გააკეთებდა. ბოლოს მთავარი, 28 მარტს პლაქვენილს ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია კოვიდის დროს გამოსაყენებლად FDA-მ, რომელიც არის უმაღლესი ორგანო, კანონმდებელი მთელ მსოფლიოში, სწორედ ის წყვეტს, რომელი მედიკამენტის გამოყენებაა მიზანშეწონილი და რომელი არა. პლაქვენილი დემოკრატიისა არ იყოს, არ არის საუკეთესო, მაგრამ დღეს არსებულ ასორტიმენტში საუკეთესოა," - განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, სწორედ პლაქველინის გამოყენებაა ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს კარგი შედეგისა კორონავირუსთან ბრძოლაშიდა ისიც, რომ 408 ავადმყოფიდან 11 ავადმყოფს დასჭირდა მართვითი სუნთქვა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ასევე წარმატებით გამოიყენეს პრეპარატი ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ინიშნება. მისი თქმით, ქართველი ექიმები აქტიურად ეცნობიან ყველა ინოვაციას, რაც ამ მიმართულებით არსებობს. თენგიზ ცერცვაძე ფაქტობრივ ტყუილს უწოდებს ზურაბ გურულის განცხადებას, რო საქართველოში პლაქველინი გამოიყენება უსიმპტომო ადამიანებზე საპროფილაქტიკოდ, რომელთაც ფილტვის ანთების ნიშნები არ აქვთ: "ეს არის არა აზრთა სხვადასხვაობა,არამედ ფაქტობრივი ტყუილი,"- განაცხადა ცერცვაძემ.