სოფელ ხიდისყურთან, სადაც გუშინ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, გადაადგილების კონტროლი გამკაცრებულია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141308 სოფელ ხიდისყურთან, სადაც გუშინ 30 წლის ქალს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, გამკაცრებული საპოლიციო კონტროლი მოქმედებს. ამ ეტაპზე სოფელში შესვლის შესაძლებლობა მედია საშუალებებს არ აქვთ. აღნიშნული შეზღუდვა პრევენციის მიზნითაა დაწესებული. გორის თემის სოფელში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალის მეზობელი და ნათესავია. როგორც ადგილზე ყვებიან, თვითიზოლაციის მითითება პაციენტის მეზობელ ხუთსულიან ოჯახსაც მიეცა, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო. "ირანელებთან მუშოაბდა თარჯიმნად და ალბათ იქიდან დაავადდა. მერე სასწრაფოს გამოუძახეს და წაიყვანეს გორში. ექიმი ეგრევე მიხვდა რომ ვირუსი აქვს. უკვე გორიდან წაიყვანეს თბილისში. პანიკა არ არის მოსახლეობაში, თუმცა დაძაბულობა შეიმჩნევა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
0