ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში ჩამოასვენებენ - დავით ზალკანიანი

0
ერაყში განხორციელდება სპეცრეისი, როლითაც ერბილში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განცხადა. მისი თქმით, ამავე სპეცრეისით დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მომენტისთვის ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას. „აჭარის მთავრობასთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ ერბილში, ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით. მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი. გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით ძალიან გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ საზღვრები, მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე ჩამოვასვენოთ სპეცრეისით. ასევე, დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
#გარდაცვლილი
#საქართველოსმოქალაქე
#ერაყი
#tbilisidaily
0