ვის ენიჭება უპირატესობა უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ რეისებზე — მინისტრის განმარტება

ByOn.geGeorgia
0
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად გარკვეული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ და უპირატესობას სხვადასხვა პირებს ანიჭებენ. კერძოდ: ვისაც ჰქონდა ნაყიდი ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთები და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს დაბრუნება; ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს; ორსულებს; ხანდაზმულებს; ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით; სტუდენტებს, რომლებსაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება; პირებს, რომლებიც დარჩნენ თავშესაფრისა და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე; პირებს, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით აპირებდნენ დაბრუნებას და საზღვრების დაკეტვის გამო ვერ შეძლეს.
#news
#politics
#coronavirus
ByOn.geGeorgia
0