აშშ $1,1 მილიონით დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვას COVID-19-თან ბრძოლაში

ByOn.geGeorgia
0
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) $1, 1 მილიონით დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვა. აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ახალი დამხარების პროგრამა ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას. ასევე, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას. "USAID-მა ახლახანს გამოაცხადა 1, 1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტექნიკური დახმარება რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას", — ამბობს აშშ-ს ელჩი.
#news
#politics
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0