გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრ სატვირთოს მძღოლი ჯანმრთელი აღმოჩნდა

0
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრ სატვირთოს მძღოლს, რომელსაც სომხეთში კორონა ვირუსი დაუდგინეს, ჯანმრთელი აღმოჩნდა. თბილისში გადმოყვანის შემდგომ მას ორჯერ ჩაუტარეს ტესტირება, და როგორც შედეგებმა აჩვენა, ნიმუშებზე პასუხი უარყოფითია. აღნიშნული ინფორმაცია, პირველად გორის ცხელების ცენტრის დირექტორმა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს "ქართლის სტუდიაში" - ჩართისას განუცხადა: , , როგორც მე ვიცი, ამ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა, უმჯობესია, მაინც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს ჰკითხოთ". მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარი გიუნაშვილმა: "თბილისში გადმოყვანის შემდეგ ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. ორივე შემთხვევაში ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ჩვენ ვერ გეტყვით სომხეთში ჰქონდა თუ არა კორონავირუსი, იქ გარკვეული სახის მკურნალობა ჩაუტარეს. აქ გადმოყვანის შემდეგ, ორივე პასუხი უარყოფითი მივიღეთ, " - აცხადებს მარი გიუნაშვილი. შეგახსენებთ, აქამდე გორის მუნიციპალიტეტში, ეს შემთხვევა, ახალი კორონა ვირუსით დაინფიცირების ერთადერთ შემთხვევად მიიჩნეოდა.
#შიდაქართლი
#გორი
#გორისმუნიციალიტეტი
#goridaily
0