3 votes
0 comments
0 shares
Save
100 ათასი ლარის დამცავ აღჭურვილობას ქართული წარმოებისგან შევიძენთ და ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ
65 views
On.ge
Tbilisi · 3 months ago

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საელჩო 100 ათასი ლარის დამცავი აღჭურვილობას ქართული მწარმოებლებისგან შეიძენს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. მისი თქმით, ეს ორმაგად მომგებიანი იქნება. ამის შესახებ ელჩმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

"საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს, 100 ათასი ლარის ოდენობის დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია".

#news #politics

დამცავ აღჭურვილობას ქართული წარმოებისგან შევიძენთ და სამინისტროს გადავცემთ — აშშ-ს ელჩი
on.ge
On.ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
აშშ საქართველოს 2 000 სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის
აშშ საქართველოს 2 000 სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს. ელჩის მიმართვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზეა განთავსებული. როგორც კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. „დაახლოებით 30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ავითარებენ პარტნიორობას, რომელიც ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დახმარების პროგრამებმა ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას. დღეს, როდესაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი, მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს“, – ამბობს ელჩი. კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედეს კრიზისის მართვისა და ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით. „საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა კრიზის მართვისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირების კუთხით. ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში. ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოცხადა 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად. ახალი დახმარების პროგრამა ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას, ასევე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას“, – აღნიშნავს კელი დეგნანი.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა
ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. „საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშულებები, რაც "დიტრა"-მ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშულებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“ - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას. „პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პანდემიის რისკები, საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მე მადლობა მინდა გადავუხადო "დიტრა"-საც, რომელიც მონაწილეობდა დღევანდელ ღონისძიებაში და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექსპო-ჯორჯიას, რომელმაც ორი თვის განმავლობაში უფასოდ დაგვითმო სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებები. აღნიშნულ ნივთებს ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ ჩვენს ექიმებზე, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან კოვიდ ინფექციის დამარცხებისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
COVID 19-თან საბრძოლველად საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროს 20000 ლაბორატორიულ ტესტს გადასცემს
27 მარტი, 2020- საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. იმისთვის რომ საერთო ძალებით წინ აღვუდგეთ პანდემიას, საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს - ლაბორატორიულ ტესტს, სასუნთქ აპარატს, ხელთათმანსა და პირბადეს შეიძენს. 20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს. “ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, ვირუსთან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით უნდა ვიზრუნოთ პანდემიასთან გამკლავებისთვის. COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობის- სასუნთქი აპარატის, ხელთათმანის, პირბადის ქონა. ლაბორატორიული ტესტი მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსთან ბრძოლაში. რაც მთავარია, უნდა დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. დღეს განსაკუთრებით მეომრები და გმირები არიან ჩვენი ექიმები და ექთნები, რომლებსაც ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს. მჯერა რომ ერთად საქართველოსთვის ყველაფერი შეგვიძლია!“, - განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
საქართველო დამატებით 3 მილიონ დოლარს მიიღებს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს. ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას. „მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში. ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება,ინფექციის პრევენცია და კონტროლი, „კოვიდ-19“-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა „კოვიდ-19“-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანამა. დეგნანი მიიჩნევს, რომ სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორიცაა: ც ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა,საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა, რიჩარდ ლუგარის სახელეობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით. „თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ამერიკის დაავადებთა კონტროლის ცენტრის ვებგვერდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და მადლობა ამ ვირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილისთვის. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ცხადია, წინსვლა სახეზეა“, - განაცხადა დეგნანმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ამერიკის საელჩომ სამინისტროს ტესტირების აპარატები და ტესტები გადასცა
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა
On.ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს 4 000 PCR ტესტი და ტესტირების ორი აპარატი გადასცა
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს 4 000 PCR ტესტი და ტესტირების ორი აპარატი გადასცა
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს 4 000 PCR ტესტი და ტესტირების ორი აპარატი გადასცა
აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს 4 000 PCR ტესტი და ტესტირების ორი აპარატი გადასცა
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია და რუსული მითები
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ამერიკის დაფინანსებთ, 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის მესამე დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად იქცა. ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დაარსება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ლაბორატორიის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ ფაქტს ასე ეხმაურება: „ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება." ლუგარის ლაბორატორიის არსებობა რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, ხოლო როდესაც რუსეთი ვერ ისვენებს, იწყებს სახლემწიფო-იდეოლოგიზირებული აპარატის ამოქმედებას და მწვავე პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი ინტერპრეტციით გამოიხატება. საქართველოში 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა ვირუსი თუ სხვა ინფექცია ლუგარის ლაბორატორიაში იმისათვის ინახება, რომ არ გაიფანტოს და არ გახდეს ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღი, თუმცა რუსეთმა ეს ინფორმაცია თავისებური გადაატრიალა, რასაც პაატა იმნაძე ასე ეხმაურება. ​„იმისთვის გვჭირდება ეს კოლექცია, რომ ვიცოდეთ, საქართველოში რა მიკრობებია და თუ გაჩნდება რამე ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ჩვენს კოლექციაში არის და ვნახოთ, ეს ჩვენია, ადგილობრივია, თუ ეს შემოტანილია და უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ შემოვიდა - ხელოვნური ხომ არ იყო, თუ ბუნებრივად შემოვიდა. ამის დადგენა დღეს ჩვენ შეგვიძლია“, - რუსულ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება სტატიები სათაურით "ქართველები ადამიანებზე ცდებს ატარებენ" , "ამერიკის ბიოლოგიური იარაღი", "ბიოლოგიური ტერორიზმი", თუმცა რა ინტერესები დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან? რატომ ააგორა ეს პროპაგანდა რუსეთმა და რა მიზნებს ემსახურება? საიდან აქვს ქვეყანას მსგავსი ტიპის ინფორმაციასთან წვდომა? რუსეთმა პროპაგანდის წარმოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო. მან საკუთარი "მოშინაურებული პოლიტიკოსები" ალაპარაკა და ამით ჯერ დე-ფაქტო ხელისუფლების მაცხოვრებლებს გაუღვივა შუღლი ქართველების მიმართ, შემდეგ კი ეს შიში ჩვენამდეც მოიტანა. აი მაგალითად, ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღმოჩენილია ამერიკული ჯიშის კლოპები, რომლებიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა რეგიონში, ისინი მუტაციას განიცდიან და სხვადასხვა დაავადებები გადააქვთ. მისივე თქმით, ამერიკელების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში შემოდის სპეციალური კლოპები, შემდეგ კი კონკრეტული ადამიანები მას საზღვარზე ავრცელებენ. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ამდენი ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" ჯანდაცვის სისტემამ, როდესაც სამკურნალო პალატები და სამედიცინო სტრუქტურა იმდენად მოშლილი აქვთ, რომ ქართულ სოციალურ პაკეტებს იყენებენ. როგორ აღმოაჩინეს ეს კლოპები ? ვინ დგას ამ ინფორმაციის შეკრება-გავრცელების მიღმა? იმის შემდეგ რაც ნოყიერი ნიადაგაი გაჩნდა, ახლა ჯერი რუსეთზე მიდგა. საჭირო იყო თამაშში შემოსულიყვნენ ქვეყნის საჯარო პირები თუ მოხელეები, ასეთად მოგვევლინა რუსული დუმა, რომლის თქმითაც, ამერიკა რუსეთს ბლოკადას უწყობს და ემზადება ბიოლოგიური ტერორიზმისათვის, სწორედ ამიტომ მის საზღვრებთან ახლოს ორი დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს აშენებს. ლუგარის ლაბორატორიის არგუმენტის გასამყარებლად მათ ოკუპირებული ყირიმი მოიშველიეს. დუმა აცხადებს, რომ ყირიმში იატაკქვეშა ლაბორატორიები და უამრავი ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტულად რა ლაბორატორიაზეა საუბარი ან რა იარაღზე, ამის შესახებ არაფერი თქმულა. პროპაგანდა ამჯერად ქართველი ხალხის დაშინებაში გადაიზარდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ერთ დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა ც-ჰეპატიტით. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ აშშ-ის ყოფილი სენატორის რამსფელდის წამლით კურნავდნენ, რომელსაც რეალურად სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 30-ვე პირის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ისმის კითხვა, საიდან აქვს მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია? ვინ არის წყარო და რამდენად ვალიდურია? რუსულ პრესაში, მსგავსი ნეგატიური ინფორმაციის დასადასტურებლად ხშირად იყენებენ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იგორ გიორგაძის ციტატებსა და ფრაზებს. როგორც ჩანს, სწორედ ის აწვდის მოსკოვს მსგავს დეზინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძე არის პირი, რომელიც არაერთი დანაშაულის გამო საქართველოდან იდევნება, მას 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა და ასევე გია ჭანტურიას მკვლელობა ბრალდება. რამდენად სანდო შეიძლება იყოს მისი წყარო და რაში სჭირდება მას ამ დეზინფორმაციის გავრცელება? ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაზე სრული დომინაცია სურს, ხოლო როდესაც ამას ვერ იღებს იგი ჩვეულებრივი ხელწერით, პროპაგანდით და ბორდერიზაციით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას დაანახა თავისი რეალური საჭიროება, რუსეთმა დემონსტრაციულად გადსმოწია საზღვარი და საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
როდის მიიღებს საქართველო დახმარებას
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „საქართველოში აშშ-ის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას. დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ელჩმა. კელი დეგნანმა განმარტა, რომ ამერიკული ხორბლის მიწოდება ხორციელდება „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 14.5 მილიონ დოლარს შეადგენს. „ამ პროექტში ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან, მათ შორის – კომპანია „ლენდ ო’ლეიქს ვენჩერ 37“, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, – განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა. ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, მაისის ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში 400 000 დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია ხორცის, რძის პროდუქტებისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება. გარდა ამისა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჯანდაცვის სექტორის დახმარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო. ასევე, ელჩის თქმით, ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ექიმების, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.