საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დღეს სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული მოვალეობა კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაში გამოიხატება. მან მოუწოდა მორწმუნეებს, ყველა კონფესიას, რომ მიუხედავად "ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა" გაითვალისწინონ რეკომენდაციები.
"ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ოჯახებს, მოქალაქეებს იმისგან, რომ ვირუსი კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს. დღეს არ არის დაყოვნების დრო, დღეს არის ბრძოლის დრო", — განაცხადა მან.
#news
#politics
#Covid19