ქობულეთში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევაა: დაინფიცირდა სანიტარი

0
12 აპრილს ქობულეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი პაციენტი ქობულეთის კლინიკის სანიტარია. ამის შესახებ გუშინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. როგორც გაირკვა, ქობულეთში საავამდმყოფოში სხვა ჩივილებით მოსული ქალი კორონავირუსით ზუსტად ამავე საავადმყოფოში დაინფიცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქალი კლინიკაში მივიდა, იქ უკვე დაწყებული იყო შიდა გადაცემა. ქობულეთის საავადმყოფოში მომუშავე სხვა პირები ასევე გამოიკვლიეს. ჯამში 20 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 38 ადამიანი კი ამ დროისთვის ისევ კარანტინშია. დღეის მონაცემებით, ქობულეთის შვიდი სოფელი გადაკეტილია ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#დარჩისახლში
#BatumiDaily
0