ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

0
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლში, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში. “სოფელ ხიდისყურში დადასტურდა დაინფიცირების შემთხვევა. გუშინ გაკეთდა შიდა ქართლიდან დამატებითი 9 კვლევა. აქედან მხოლოდ ერთ ადამიანზეა დადებითი და ეს შემთხვევა არის ამ სოფლიდან. “კოვიდ 19-ის” გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტში პოლიციური რეჟიმი გამკაცრდეს. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს აქვს ინფორმაცია მიღებული. იმსჯელებენ და დამატებუთ ღონისძიების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა. ამასთან, გორის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილ სამ ნიმუშზე, პასუხი უარყოფითი იყო და არცერთს კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. შეგახსენებთ, შიდა ქართლში COVID-19 -თ დაინფიცირების ეს უკვე მეორე შემთხვევაა და ორივე ფაქტი ხაშურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
#შიდაქართლი
#ხაშურისმუნიციპალიტეტი
#კორონავირუსი
#goridaily
0