არჩილ თალაკვაძე საარჩევნო კოდექსის ცვლილების საკითხზე ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან შეხვედრას გეგმავს
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილების საკითხზე ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან უახლოეს დღეებში შეხვედრას გეგმავს.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განახლებული პაკეტი უკვე დაეგზავნათ ოპოზიციურ ფრაქციებსაც.
, , ალბათ, ნახეთ, პარასკევს მიიღეთ ეს განახლებული პაკეტი, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გასწვრივ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. მე ვგეგმავ თქვენთან შეხვედრას, შესაძლოა ეს იყოს ონლაინ ფორმატში, მაგრამ უახლოეს დღეებში ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან მექნება ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი საბოლოო განხილვა და თქვენს კომენტარებს მოვისმენ, “- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
#კოდექსი
#არჩევნები
#ცვლილებები
#პაკეტი
#ოპოზიცია
#tbilisidaily
y