მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 114 000 გადააჭარბა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141312 კორონავირუსით, მსოფლიოს 210 ქვეყანაში, მილიონ 800 000-ზე მეტ ადამიანი მკურნალობს. დაღუპულთა რიცხვმა კი 114 000 გადააჭარბა. ყველაზე მძიმე სურათი ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ვირუსს გასული დღის განმავლობაში 758 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად შტატის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობა 9 385-მდე გაიზარდა. იტალიაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ დღეს ვირუსს 431 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთშიც. დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 561 ადამიანი გარდაიცვალა. 10 000 გადაცდა კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 737 ადამიანი ემსხვერპლა. 130-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი რუსეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ათასს აღემატება.
0