იზოლაციის პერიოდის შემდეგ გალის რაიონის სამი მკვიდრი გამოუშვეს

0
აფხაზეთში ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც აღინიშნებოდა კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები, იზოლაციაში უნდა იყვნენ 14 დღის განმავლობაში. გალის რაიონის სამ მკვიდრს, რომლებიც იზოლაციაში 31 მარტიდან იმყოფებოდნენ, სახლში წასვლის უფლება მისცეს. "აფხაზეთში საიზოლაციო ადგილები მოამზადეს. 31 მარტს მოსკოვიდან გალის რაიონის სამი მოქალაქე ჩამოვიდა. ისინი იზოლირებულნი იყვნენ გალის კულტურის სახლში. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ 14 დღის განმავლობაში. ”- თქვა გალის რაიონის ე.წ უფროსის მოადგილემ ჰენრი ტუჟბამ. 30 მარტიდან, გალის რაიონში მოქმედებს კომენდანტის საათი. 20:00 საათიდან 07:00 საათამდე მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში ყოფნა ან სხვა საჯარო ადგილებში. გალის რაიონში კომენდანტის საათი დაწესდა მას შემდეგ რაც რაიონის ერთ-ერთ მკვიდრს აღმოაჩნდა კორონავირუსი. იმავე საღამოს, გალის რაიონისკენ მიმავალი ყველა გზა სამართალდამცავი პირების მიერ იყო გადაკეტილი. ყველას, ვინც შემოდის და ტოვებს ქალაქს, უმოწმდება ტემპერატურა. ე.წ სახელმწიფო საგზაო ინსპექციის „არხის“ სტაციონარულ პუნქტში არის ამბულატორიული სამედიცინო სადგური.
#კარანტინი
#კორონავირუსი
#სოხუმი
#SokhumiDaily
0