,,ბიბლუსი” რეორგანიზაციიის პროცესსა და მაღაზიათა ქსელის შემცირებას იწყებს

0
, , ბიბლუსი ჯგუფში” შემავალ კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობის უფლება სრულად შეეზღუდა, რის გამოც კომპანია რეორგანიზაციის პროცესს და მაღაზიათა ქსელის შემცირებას იწყებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. , , ბიბლუსის” ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების მიერ შემოწმდა და სიტყვიერად დადებითი შეფასებაც დაიმსახურა, , , ბიბლუსის” წარმომადგენლებს ონლაინგაყიდვების განსაახლებლად კვლავაც არ მიუღიათ ოფიციალური ნებართვა. , , ასევე, მოკლებული ვართ შესაძლებობას, პროდუქცია მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორ სუპერმარკეტის ქსელებს. ჯგუფში შემავალი კომპანიების საქმიანობა სრულად არის პარალიზებული. არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია იძულებულია დაიწყოს რეორგანიზაციის პროცესი და მაღაზიათა ქსელის შემცირება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ” - წერია განცხადებაში. , , ბიბლუსის” ცნობით, რეორგანიზაცია შეეხება ჯგუფში შემავალ სამივე ქსელს: ბიბლუსი, პეპელა და XS სათამაშოები. , , ამ ეტაპზე კომპანიის უმთავრესი ამოცანაა, მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა თანამშრომელი და ქსელი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ავითარებდა, თუმცა არსებული რეალობა აღარ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მთელი ჩვენი გუნდი მოწოდებულია იმისათვის, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი და მინიმალური დანაკარგებით შევხვდეთ არსებულ გამოწვევებს. იმედი გვაქვს, მთავრობა მოკლე დროში გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ბიზნესის დასახმარებლად ამ ყველასათვის რთულ პერიოდში. დიდი მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს მკითხველს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა, რაც ასე მკაფიოდ ვიგრძენით ბოლო პერიოდში. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დაგიბრუნდებით. გისურვებთ ჯანმრთელობას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
#ბიბლუსი
#რეორგანიზაცია
#ეკონომიკა
#მთავრობა
#tbilisidaily
y
0