რიო-დე-ჟანეიროში იესოს ქანდაკება ექიმის ვირტუალური ხალათით შემოსეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141337 რიო-დე-ჟანეიროში იესოს ქანდაკება ექიმის ვირტუალური ხალათით შემოსეს. როგორც ბრაზილიური მედია იუწყება, ამ ნაბიჯით პატივი მიაგეს ყველა სამედიცინო მუშაკს, რომელიც კორონავიურსს ებრძვის. ორგანიზატორებმა სპეციალური განათებით, იესოს ქანდაკება ჯერ ექიმის ხალათით შემოსეს, შემდეგ ქანდაკებაზე გამოჩნდა ფონენდოსკოპი, შემდეგ კი წარწერა, რომლითაც ექიმებს სხვადასხვა ენაზე მადლობა გადაუხადეს. ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 22 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 1223 ადამიანი.
0