ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 104 პირი დააჯარიმეს

ByOn.geGeorgia
0
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა.
#news
#politics
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0