ლიტურგიაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდევაც — დეპუტატი ინაშვილი კანონის დარღვევას აანონსებს

ByOn.geGeorgia
0
საქართველოს პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მთავრობას მიმართავს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლისკენ მოუწოდოს, რაც კანონის დარღვევაა. ინაშვილის აზრით, კომენდანტის საათი იმის გამო დააწესეს, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ. ამის შესახებ მან პარლამენტიში, ბიუროს სხდომაზე გააკეთა "აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება, ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც და წესებსაც და რეკომენდაციებსაც დაიცავს ჩვენი მრევლი. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ ამას ვერ ხვდებით. ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობის და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება. ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე, მეტი მოწოდება უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ წავალთ, ვეზიარებით", — განაცხადა ინაშვილმა.
#news
#politics
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0