http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141339
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისში კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ყველა კონტაქტი მოძიებულია და სოფელი, მთლიანად თვითიზოლაციაში იმყოფება - ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„თერმოსკრინინგის პირველ ეტაპზე, 105 000 ადამიანი შემოწმდა, დაწყებულია მეორე ეტაპი, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა და პროცესი გრძელდება. თერმოსკრინინგი ძალიან ეფექტური პროცესია, ამიტომ თუ საჭიროა გახდა თერმოსკრინინიგის მესამე ეტაპსაც განვახორციელებთ“, - აღნიშნა დარგალმა.
მისვე თქმით, მუნიციპალიტეტში სურსათის და მედიკამენტების მარაგის პრობლემა არ არის.
„მუნიციპალიტეტში ყველანაირი სახლის პროდუქცია შემოდის, სოფლები და ქალაქიც მარაგდება“, - განაცხადა მარნეულის მერმა.