როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარაში?

0
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა აღდგება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. „დაანონსებული შეზღუდვების პროგრამა 16 იანვრის შემდეგ ითვალისწინებს გარკვეულწილად სავაჭრო ობიექტების გახსნას, გარდა შაბათ-კვირისა. ასევე ტრანსპორტის გააქტიურებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ეს გეგმა ექვემდებარება ადაპტირებას იმის მიხედვით, როგორი ეპიდემიური სურათი გვექნება. თუმცა ჯერჯერობით, ის, რაც არის დაანონსებული, ვიცით, რომ 16 იანვრის შემდეგ შერბილება შეზღუდვებთან მიმართებაში იგეგმება“ – ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ გააკეთა. ბათუმის ავტოტრანსპორტში ჯერ-ჯერობით არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რას გადაწყვეტს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის 28 ნოემბრიდანაა აკრძალული. მთავრობამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოხსნა. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის – ტაქსით გადაადგილება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში
0