კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141346 კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბერის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, 73 წლის სასულიერო პირს არა ერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 13 აპრილის მონაცემებით, კიევ-პეჩერის ლავრაში ინფიცირებულია 90 პირი, 63 ადამიანს კორონავირუსი გასული 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. ამის გამო ლავრაში კარანტინი გამოცხადდა და ის დაიხურა.
0