მარნეულის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები ოჯახებს 60 დღის პროდუქტს დაურიგებენ.

0
მარნეულის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღებში, 2100 ბავშვის ოჯახს გადაეცემა 60 დღის პროდუქტი, ამის შესახებ განცხადება გააკეთა ბაგა-ბაღების გართიანების უფროსმა, ზაურ ქირიმოვმა. მისი თქმით, ორი თვის საკვები პროდუქტებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობა 130 000 ლარი გამოყო. , , შეთანხმებას დღეს ვაკეთებთ (კომპანიასთან), ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ პროდუქტებს. მთლიანი პაკეტი დაახლოებით 25, 30 კილო იქნება. ამ პროდუქტებში არ შევა მალფუჭებადი პროდუქტი, ძალიან რთულია მათი მოტანა და გადანაწილება დროის ფაქტორის ამბავია და თან სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი უნდა.“- აცხადებს ზაურ ქარამოვი. ქარამოვი ამბობს, რომ საკვები ყველა სოფლის საბავშვო ბაღში მივა. „ვისაც ექნება საშუალება და შეეძლება, რომ ბაღამდე მოვიდეს, იქიდან გავატანთ საკვებს. ვისაც არა, ჩვენ სახლამდე მივუტანთ. ამ სიტუაციას ბაღის გამგეები და პედაგოგები დაარეგულირებენ. ყველას აქვს მშობლის ნომრები და გაარკვევენ სიტუაციას“ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წყარო: რადიო მარნეული
#ბაღი
#საკვები
#დახმარება
#კორონავირუსი
#marneulidaily
0