ენდი უორჰოლის ცნობილ ნამუშევარში ქილები ტუალეტის ქაღალდებმა ჩაანაცვლა, „კივილს“ კი პირბადე გაუკეთები

0
მანამ, სანამ მსოფლიო პანდემიას ებრძვის, დები ვინჩიმ გადაწყვიტა, ეს მდგომარეობა და მისგან მოგვრილი ემოციები ყველაზე ცნობილ ნამუშევრებზეც აისახოს. სწორედ ამიტომ, მან ისეთი ხელოვანების ნიმუშები გარდაქმნა, როგორებიც არიან: ედუარდ ჰოპერი, ენდი უორჰოლი, ვან გოგი, ედვარდ მუნკი, ჯოზეფ დე მარტინი და ფერნანდ ლეგერი. მაგალითად, უორჰოლის ცნობილ ნამუშევარში ქილები ტუალეტის ქაღალდებმა შეცვალა, ჯოზეფ დე მარტინის მოედანზე გრძელი რიგი გაჩნდა, ჰოპერის კაფეში კი შეკვეთის ადგილზე მირთმევა მიწოდების სერვისმა ან Takeaway-მ შეცვალა. მუნკის კივილს იგივე ემოცია აქვს, რაც აქამდე ჰქონდა – იგი შიშისა და შეძრწუნების სიმბოლოა, თუმცა, ახლა უკვე პირბადით. დები ვინჩის უფრო მეტი ნამუშევრის ნახვა მისივე ვებსაიტზე შეგიძლიათ.
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0