ირმა ინაშვილი მთავრობას კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს

0
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მთავრობის წევრებს სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ მიუხედავად საგანგებო რეჟიმის პირობებისა, საზოგადოებაში ტაძარში სიარული და ზიარება უნდა წაახალისოს. , , აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება, ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც და წესებსაც და რეკომენდაციებსაც დაიცავს ჩვენი მრევლი. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ ამას ვერ ხვდებით. ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობის და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება. ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე, მეტი მოწოდება უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ წავალთ, ვეზიარებით", — განაცხადა ინაშვილმა.
#ინაშვილი
#ზიარება
#მთავრობა
#tbilisidailyy
0