საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

0
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში COVID19-ის ინფექციისგან 68-ე პაციენტი განიკურნა. მისი თქმით, დღეს გამოჯანმრთლებული პაციენტი მათ კლინიკაში იყო მოთავსებული, რომელსაც განმეორებითმა ტესტმა ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. „არ გვყავს ახალი, დადასტურებული ინფიცირებულები, ყოველ შემთხვევაში ვებ-გვერდზე არ დევს. მეც არ მაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია, თუმცა დღეს დილამდე 14 ახალი შემთხვევა იყო და შესაძლებელია, ეს პაციენტები ნაწილდებიან სხვადასხვა კლინიკებში, მაგრამ ამ 14-ის გარდა ახალი შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენ დღეს დილიდან ჩავატარეთ ტესტირება. ერთ პაციენტთან მიმართებით განმეორებით პასუხი უაყოფითი მივიღეთ და დაგვემატა ერთი გამოჯანრთლებული პაციენტი. ჩვენთან ეს უკვე გამოჯანმრთლებულის 45-ე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი 68 (გამოჯანმრთლებული)პაციენტი იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ეზუგბაია
#პაციენტი
#გამოჯანმრთელებული
#tbilisidaily
y
0