60 votes
0 comments
0 shares
Save
“კამპა” ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს
215 views
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, კომპანია „კამპა“ ერთი თვის მანძილზე თითო გაყიდული 1 ლიტრიანი წვენის შეფუთვიდან 5 თეთრს StopCoV ფონდში გადარიცხავს.

„ კოვიდ 19 არის გლობალური გამოწვევა და მას უნდა ვებრძოლოთ ერთობლივად, როგორც სახელმწიფო და საზოგადოება, ასევე ბიზნეს სექტორი. აუცილებელია თითოეულმა ბიზნესმა გაანალიზოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რითიც შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას ამ მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს. ჩვენ რამდენჯერმე დავეხმარეთ როგორც საავადმყოფოებს, ასევე რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, მოხუცებს ჩვენი პროდუქციით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქციას, კამპას კლიენტების ლოიალურობიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ჯამური თანხა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კომპანია „კამპა“ გამოხატავს სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ქვეყნის სამსახურშია და საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს, ჩვენი კეთილდღეობისათვის“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი სანდრო ბუაძე.

კომპანია „კამპა“ 12 წლის წინ დაარსდა და მისი საწარმო საგურამოში მდებარეობს. კომპანიის ასორტიმენტში 35-ზე მეტი დასახელების უალკოჰოლო სასმელია, რომლებიც 3 საპროდუქტო ხაზის ქვეშ იწარმოება.

#კამპა #სიკეთეგადამდგებია tbilisi თბილისიtbilisi თბილისი
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
On.ge
Tbilisi · 3 months ago
კამპა ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს
კამპა ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს
კამპა ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს
კამპა ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს
ლიმონი ლიმონი
Tbilisi · 1 month ago
ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე?
ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ცნობიერების ზედაპირზე ამოტივტივდა და თავისი მკაფიო გამოხატულება ჰპოვა აზრმა სათანადო საცხოვრისის შესახებ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობის მასშტაბები ვიწრო დისკუსიებს არ გასცდენია, ვინაიდან მას არ მიუღია პოლიტიზირებული ხასიათი. ანუ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური კონიუნქტურა, საცხოვრისს, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, არ აღიარებს და ეს საკითხი სიმბოლური პოლიტიკური წესრიგისგან მაქსიმალურად გამიჯნულია, მაშინ, როცა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტები და რიგი ქვეყნების კონსტიტუციები ამ უფლებას ნორმად აქცევენ. ჩვენთან ამას ერთადერთი ახსნა აქვს - თუ სახელმწიფო თავად აიღებს ხელში საბინაო პოლტიკის სტანდარტიზაციის მექანიზმებს, მაშინ იგი ამით შეურაცხყოფს „ბაზრის“ ლოგიკას, რომელიც თავისი მტაცებლური და ანტისაზოგადოებრივი ბუნებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ და უპირობო დისკურსად იქცა. სანამ საბინაო პოლიტიკის აუცილებლობაზე დავიწყებთ საუბარს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პოსტსაბჭოთა პერიოდში ნეოლიბერალური რეფორმების შემდეგ განვითარებულ ისტორიულ კონტექსტებს. თუკი, მაგალითად, 1988 წლისთვის ურბანულ ნაწილში საბინაო რესურსის პროცენტულობა საჯარო და კერძო სექტორებზე 79/21 პროპორციით არსებობდა, პოსტსაბოთა პერიოდში ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი პირველი ხელისუფლების მიერ ინიცირებლი „ბინების პრივატიზების შესახებ“ აქტი იყო, რომელმაც ნორმატიული სარჩულის მორგება ჩვენთვის კარგად ცნობილი ისტორიული კონტექსტების გამო ვერ მოახერხა. ამის შემდგომ, ცხადია, სამოქალაქო ომის დროს საბინაო პოლიტიკისთვის არავის სცხელოდა, ხოლო შევარდნაძის პერიოდში დაწყებულ პტივატიზაციის უსუსურ და უსისტემო ტალღას თან ერთვოდა საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზების მოშლა, ქალაქგეგმარებითი სტრატეგიების სრული კოლაფსი, კორუფცია და მტაცებლური სპეკულაციები. პრობლემამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია შეიაღაღებული კონფლიქტების შემდგომ დევნილთაა ნაკადის ზრდის გამო. სახელმწიფოს კი ამის პრევენციისთვის მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ იწყება ნეოლიბერალური რეფორმებისა და საბინაო სექტორში მასშტაბური პრივატიზაციის მორიგი ტალღა. საბინაო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სრულად ჩამოიშორა და იგი კერძო ბიზნესს მიანდო, თავად კი ხელი მიჰყო დერეგულაციის პოლიტიკას, რამაც მალევე წარმოშვა ისეთი სიმპტომატური ხასიათის ნიშნები, რგორიცაა „დუმილი თანხმობის ნიშანია“ ან „ერთი სარკმლის“ პრინციპი. რის შედეგადაც გამარტივდა ადმინისტრაციული წარმოება, მოიშალა სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობისა და კონტროლის რეალური მექანიზმები. სწრაფი ტემპით შეიცვალა ურბანული სტრუქტურა, დერეგულაციამ ხელი შეუწყო მშენებლობის მასშტაბების უკონტროლო ზრდას, რის შედეგაცად ბაზარი სპეკულაციურმა სამშენებლო ბიზნესმა დაიკავა. ამის პარალელურად გაიზარდა კერძო პირების დაკრედიტების პრაქტიკა. რასაკვირველია, გაიზარდა იპოთეკური სესხების რაოდენობაც. სამშენებლო კომპანიებმა წინასწარ დაიწყეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მრავალსართულიან კომპლექსებში ფულის აღება. მარტივად რომ ვთქვათ, საბინაო პოლიტიკა გამოვიდა საჯარო ინტერესიდან და იგი დაეფუძნა „კერძო“ ლოგიკას - ადამიანს საკუთარი კეთილდღეობის შედეგად თავად უნდა მოეხერხებინა საცხოვრისის უზრუნველყოფა. თუმცა 2008 წელს საქართველო ერთდროულად აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკური და რუსეთ-საქართველოს ომის კრიზისის წინაშე, რომლის შედეგებიც კონკრეტულად საბინაო პოლიტიკის კუთხით სავალალო და მოუშუშებელი აღმოჩნდა. კრიზისის გამო მშენებლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სტაგნაცია განიცადა, ხოლო ის ათიათასობით ადამიანი, ვისაც წინასწარ ჰქონდათ ფული გადახდილი, ბინის გარეშე დარჩა. იქედან გამომდინარე, რომ დერეგულირებულ სექტორში კომპანიის შემოჭრა უკონტროლოდ ხდებოდა, ხოლო მათი პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით სახელწმიფო არანაირ ბერკეტს არ იტოვებდა, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა სრული ზარალის აღრიცხვა. მიუხედავად წლების შემდგომ განხორციელებული ფასადური ცვლილებებისა, სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე დაურეგულირებელ სექტორად რჩება საქართველოში. დამოუკიდებლობის ისტორიაში არც ერთი მოწვევის პარლამენტს დღის წესრიგში არ დაუყენებია საბინაო პოლიტიკის საკითხი და საკუთარ თავზე არ აუღია უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა. უსახლკარობა ამ დრომდე რჩება ქყვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. წესით პანდემიას უფრო მეტი აქტუალობა უნდა შეეძინა ამ საკითხისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური წრეები ისევ დუმილს ირჩევენ. დღესაც არ არსებობს მკაფიო და კონსტრუქციული გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეს კი იმ სოციალურ კონტექსტში, როცა 1 კვ.მ ბინის ფასი დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე. უსახლკაროთა რაოდენობის დინამიკა დრამატულ ზრდას განიცდის. 2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 6000-ზე მეტმა პირმა მიმართა სახელმწიფოს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის. ამ საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი კვლევა. ამის მიზეზი კი შეიძლება ერთგვარი შიში იყოს. შიში იმისა, რომ სრულმასშტაბიანი კვლევის შედეგად მას უსახლკაროთა საგანგაშო რაოდენობა შერჩება ხელში. თუ შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა დაიწყება, სიცივესთან ერთად კიდევ უფრო რთული გახდება მისი მართვა. მივიღეთ მკაფიო მოცემულობა - თუ არ გაქვს სახლი, ვერ შეძლებ თვითიზოლაციას, ხელების საათობრივად დაბანას, ვერ დაემალები ვირუსს და იქნები მისი გავრცელების პოტენციური წყარო. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საბინაო პოლიტიკის მოგვარება არა უბრალოდ ჰუმანური აქტი, არამედ გარდაუვალი აუცილებლობის საგანი გახდა. აქ კი ჩნდება მარტივი კითხვა - ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე? პასუხი კი ასევე მარტივია. ჩვენ უკვე ვნახეთ სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ჩამოშორებისა და მისი კერძო სექტორზე გადაბარების პოლიტიკა როგორ შევიდა ჩიხში. ვნახეთ, თუ როგორ დამარცხა საჯარო ლოგიკის წინააღმდეგ კერძო ლოგიკა. პანდემიამ კი ეს სურათი კიდევ უფრო მკაფიოდ გადაგვიშალა თვალწინ. ვირუსის გამო მსოფლიომ სხვა რეალობაში გაიღვიძა - უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობის რეალობაში. ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ კოლექტიური, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სოციალური სერვისების მშენებლობაზე. მათ შორის იმ იდეაზეც, რომ საცხოვრისის ქონა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გამოგვყევით Facebook-ზე: //
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების“ წევრები მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს stopcov გადარიცხავენ
საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. „პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ კეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. პარტიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.#georgiandream #stopcovid19 #stopcov
Shalva Berianidze
Tbilisi · 6 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
კოვიდ-19 არის გლობალური გამოწვევა, შესაბამისად, მასთან ბრძოლა არის შესაძლებელი ერთობლივად
კოვიდ-19 არის გლობალური გამოწვევა, შესაბამისად, მასთან ბრძოლა არის შესაძლებელი ერთობლივად - საზოგადოება, ბიზნესი, სახელმწიფო - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. “კოვიდ-19 არის გლობალური გამოწვევა, შესაბამისად, მასთან ბრძოლა არის შესაძლებელი ერთობლივად - საზოგადოება, ბიზნესი პლიუს სახელმწიფო. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ იმ მიზნებს, რომ გაგვევლო, თუ როგორ ხედავს ბიზნესი ამ გამოწვევას, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ერთობლივად, შესაბამისად, რომ დავიგეგმოთ, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მათ შორის ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენ, რასაც ვხედავთ დღევანდელი დღისთვის არის ის, რომ ბიზნესი სრულად მობილიზებულია, რათა ამ გამოწვევას ვებრძოლოთ ერთობლივად და თანამშრომლობის გზით. სახელმწიფოს და ბიზნესის კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის გაგრძელება არის ის ფონდი, რომელიც შეიქმნა- ე.წ. "StopCoV" ფონდი, რომელშიც აკუმულირდება მოქალაქეების და ასევე ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები და მიზნობრივად განაწილდება და მოხმარდება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, ცხადია და ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მედიკოსებისა და ზოგადად სამედიცინო სისტემის მხარდაჭერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი და ნიმუში იმისა, თუ როგორ მუშაობს ერთობლივად ბიზნესი და სახელმწიფო. 40-მდე კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი პერიოდულად მონაწილეობენ, თავიანთ კონტრიბუციას გასცემენ ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით”, - განაცხადა დაუშვილმა.
Gi Ga
Tbilisi · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
"ქართული ოცნების“ ინიციატივა, StopCoV ფონდში სამი თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ
„ქართული ოცნების“ ინიციატივას, StopCoV ფონდში სამი თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შემდეგ, თბილისის მერი, მოადგილეები, საკრებულოს წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საპარტნიორო ფონდი, ბიზნესმენები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. „ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის ერთი მესამედი“, – განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის სოლიდარობის ინიციატივას 3 აპრილს თბილისის მერია და საკრებულო შეუერთდა. მერიისა და მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირები მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. განცხადებები ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გააკეთეს. იმავე დღეს, სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ინიციატივას გამოეხმაურნენ და ფონდში 3 თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ განცხადებები გააკეთეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ. 4 აპრილს სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდნენ სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, რის შესახებაც განცხადებები გააკეთეს მხარის გუბერნატორებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა, საკრებულოებმა. სოლიდარობის ინიციატივაში იმავე დღეს ჩაერთო საპარტნიორო ფონდი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთ მესამედს StopCoV ფონდში გადარიცხავს. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში საკუთარ წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს ასევე ბიზნესმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა კომპანია „კახური ტრადიციული მერვინეობა“, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო“, უროლოგი გოგი ბოჭორიშვილი, ფსიქოლოგი თამარ კაპანაძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მომღერლები სოფო ხალვაში და დათუნა სირბილაძე და სხვ. „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივით, StopCoV ფონდში ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც მიმართული იქნება იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებსაც პანდემიამ სხვაზე მეტი ზიანი მიაყენა. დღეისათვის StopCoV ფონდში 23 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, კერძო კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.#stopcov #georgia #covid19 #coronavirus
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 14 hours ago
"კაი ბიჭის" მენტალიტეტი ახალგაზრდებში.
,,ქურდი ვარ’’ - სულ რამდენიმე წლის წინ ეს ფრაზა ახალგაზრდებში, მოზარდებში პოპულარული იყო და თუ მართლა ქურდული მენტალიტეტი გქონდა, საქმეებს კარგად ,,არჩევდი’’ - კაცი იყავი და დაფასება გქონდა. წინა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის იყო არასრულწლოვნებში კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური ხერხების დანერგვა. მიიჩნევა, რომ „ძველი ბიჭის“ ინსტიტუტი ახალგაზრდა ადამიანის კრიმინალად ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველია. იმისთვის, რომ ,,ქურდული მენტალიტეტი’’ ისევ არ იქცეს საამაყო ფაქტად ახალგაზრდებისთვის, აუცილებელია, მათ ცნობიერებაზე ბაღის, სკოლის ასაკიდან დაიწყოს ზრუნვა მომვლელმა თუ მასწავლებელმა. საინტერესოა, ამ მხრივ რა მდგომარეობაა დღეს. რას გვაჩვენებს ახალგაზრდებში ძალადობის სტატისტიკური მაჩვენებელი და რას აკეთებს სახელმწიფო ახალგაზრდებში ძალადობისადმი ჯანსაღი შეხედულებისა თუ დამოკიდებულების დასანერგად? საკითხის გავრცობამდე მოკლედ განვიხილოთ რას ნიშნავს ქურდული სამყარო? და როდის შეიქმნა ის: ქურდული ინსტიტუტის ჩამოყალიბების ზუსტი დროსა და ადგილის შესახებ თანამედროვე კრიმინალისტიკას ცალსახა პასუხი არ გააჩნია. მკვლევართა ნაწილი კანონიერი ქურდების წინამორბედებად ე.წ. ჟიგანებს მიიჩნევს. თუმცა, ყველაზე სარწმუნო ვერსიად, სტალინის რეჟიმის მიერ კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ხელოვნურად შექმნა არის მიჩნეული. მასობრივი რეპრესიების პირობებში, საკონცენტრაციო ბანაკები პატიმრებით იყო გავსებული და ბუნტისგან თავის დასაღწევად, საჭირო იყო პატიმართა შორის დიდი ავტორიტეტის მქონე არაფორმალური ზედამხედველის არსებობა. ქურდულ სამყაროს მკაცრად განსაზღვრული დაუწერელი კანონები და იერარქია გააჩნია. იერარქია მოქმედია, როგორც სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების შიგნით, ასევე მათ ფარგლებს გარეთ. არსებობს ასევე ქურდული იდეოლოგია, რომელიც პუნქტებად მოიცავს მის მიმდევრებში აუცილებლად გასათვალისწინებელ ქცევას: ქურდული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარყოფა. ქურდული ტრადიციების მიმდევარს არც ერთი დღე არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი საჯარო სამსახურში, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი გადასახადი, არ უნდა იყოს ნამსახურები ჯარში, არ უნდა სცემდეს პატივს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა ატრიბუტიკას. ყოველივე ამის ერთობლიობა, მძლავრ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს ქმნის. 23 წლის დათო გიგაური მიიჩნევს, რომ ქურდული მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდები მრავლად არიან და გავლენას ახდენენ სხვებზე. ,,ქურდულ მენტალიტეტს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს წლების წინ ჩამოყალიბებული ჭირია, რომელიც ვერა და ვერ მოშორდა. ეს უფრო კომუნიზმის ეპოქაში დაბადებული მენტალიტეტია, რომელსაც დაუფიქრებლად ბაძავენ. ეს გავლენა აღარ არის, ეს მიბაძვაა. 90-იანებში ჰქონდა დიდი გაბრწყინება და დღემდე იქნევს კუდს. იმედია, მალე მოვიშორებთ ამ ჭირს’’ - აღნიშნავს დათო. რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოზარდზე, როდესაც მას მიდრეკილება უჩნდება კრიმინალისკენ, დანაშაულის ჩადენისაკენ? ამ საკითხზე პიროვნების ფსიქოფიზიკური და სოციალური პოტენციალის ჰარმონიული განვითარების ცენტრის "ინსაითი" ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა საკუთარ მოსზრებას აყალიბებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოზარდის გარშემო არსებული სოციუმი და მათი ქცევა, რადგანაც მოზარდის ქცევა შემდგომში მათი მოქმედების ანარეკლია: ,,ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია, ვთქვა, ამ ასაკში რწმენა–შეხედულებისა და პიროვნული ღირებულების როლი უფრო ძლიერი და წონადია, ვიდრე გარემოში არსებული საფრთხე. ამავე დროს არსებობს კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნების ცნებაც, სადაც არსებობს შიდა წეს–ჩვეულებები, ღირებულებები, ლიდერი და სხვა საინტერესო ასპექტი’’. როგორც ის აღნიშნავს, მოზარდმა შეიძლება ჯგუფის დასანახად, ყველას თვალწინ „გამოიჩინოს“ „გმირობა’’ და გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელს სკამი ესროლოს. ეს ყველაფერი მის მიერ ოჯახში დანახულის განმეორებაა. იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულებაა საჭირო დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისადმი, ის განმარტავს: ,,ბიოლოგიური მომწიფების პერიოდი მოზარდისთვის ერთ-ერთი რისკფაქტორია, რომელმაც შეიძლება, განაპირობოს საზოგადოებრივი ნორმების დარღვევა და თუ ამასთან ერთად მოზარდს არ აქვს ძლიერი სოციალური მხარდაჭერის, ანუ ოჯახში თბილი და დადებითი ემოციური გარემოს, თვითრეალიზების საშუალება, ეს ყველაფერი დევიაციური ქცევის წისქვილზე მეტ წყალს ასხამს. თუ, მაგალითად, სკოლის ფსიქოლოგმა აღმოაჩინა, რომ მოზარდს აქვს ასეთი ქცევისკენ ტენდენციურობა, ასეთ დროს ჩარევა აუცილებლად რბილი და ფრთხილი უნდა იყოს’’ - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა. მისივე თქმით, არსებობს ისეთი ტიპოლოგიებიც, როდესაც მოზარდი თამაშობს ,,ძველი ბიჭის’’ როლს, თუმცა, შინაგანად სულ სხვა ადამიანები არიან. ასეთ დროს მოზარდთან კონტაქტის დასამყარებლად აუცილებლად მიიჩნევს საკითხის პროფესიულად ცოდნას. საინტერესოა, ასეევე ფსიქოლოგის რჩევა იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცეს საზოგადოება და სახელმწიფო დევიანტური ქცევისკენ მიდრეკილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს: ,,ეს ძალიან დიდი საქმეა, სადაც მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული, სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს თემის შესახებ საჭირო ცოდნა. რადგან თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ამასთან ერთად იცვლება ღირებულებები, წეს-ჩვეულებები და რწმენა-შეხედულებები. სახელმწიფო, სამთავრობო დონეზე უნდა შეიქმნას ადამიანის ჯანსაღი ცნობიერებისა და ჰარმონიული ზრდის სტრატეგია, რომელიც თავის საქმიანობას სამშობიაროდან დაიწყებს, ყურადღებას გადაიტანს საბავშვო ბაღებზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებზე“. საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბრის „საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის“ დამტკიცების შემდეგ საჯარო სკოლებში „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ტარდება. სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის საფრთხეების შესახებ მოზარდების სამართლებრივი ინფორმირება. ,,მოსწავლეების მხრიდან სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, სამართლებრივი ვალდებულებისა და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების სწორად გააზრებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით, „სამართლებრივი კულტურის“ სწავლება 2008 წლიდან მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში ხორციელდება. ამ მიზნით, გადამზადდნენ, როგორც მასწავლებლები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. მოსწავლეებს გაკვეთილებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კონსულტანტ-სამართალდამცველთან ერთად უტარებს და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს სცემს’’ - განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პრესცენტრის მთავარი სპეციალისტი ლალი როზომაშვილი. მისივე თქმით, პროექტის მეორე ნაწილი 2010 წლიდან მე-7 კლასში სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და „სამართლებრივი კულტურის საწყისების“ 14-საათიან კურსს მოიცავს. კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს გაკვეთილს მანდატურთან ერთად უტარებს. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 10 სკოლის მანდატური სპეციალურად გადამზადდა და კურსის პილოტირება განხორციელდა. „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლება მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, სადაც განიხილება ის რეალური მაგალითები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველები არასწრულწლოვნებთან მიმართებაში აწყდებოდნენ. კურსი მოიცავს ასევე ექსკურსიებს სამართალდამცველ სტრუქტურებში, რათა მოზარდებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რა საქმიანობას ეწევიან დანაშაულის გამოვლენის კუთხით’’ - ამბობს ლალი როზომაშვილი. მისივე თქმით, მე-7-9 კლასების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსები - მოსწავლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის მეთოდური წიგნი უკვე ხელსმისაწვდომია. სახელმძღვანელოები აიტვირთება ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ნებისმიერი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. იმისათვის, რომ გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს როგორი ტენდენციით იკლებს ან იმატებს დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა ახალგაზრდებში ბოლო 2 წლის განმავლობაში და როგორია განსხვავება წლების მიხედვით, გთავაზობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას ტერიტორიულ დანაყოფებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს 2012-2013 წლების 11 თვის მიხედვით. 2013 წლის განმავლობაში სულ ჩადენილია - 26 628 დანაშაული, რაც 8 492-ით ნაკლებია 2012 წელს დაფიქსირებულ ჩადენილ დანანაშაულთან შედარებით. 2012 წლისგან განსხვავებით მაღალია 2013 წელს ჩადენილი დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი. ახალგაზრდების მიერ 2013 წელს ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა ყველა პუნქტში შემცირებულია 2012 წელს ჩადენილი დანაშაულისგან განსხვავებით. ყველაზე მძიმე დანაშაული - მკვლელობა 14 ერთეულითაა შემცირებული. ამის შემდეგ კი შესამჩნევადაა შემცირებული გაუპატიურება და ხულიგნობა. ყველაზე დიდი ერთეულითაა შემცირებული თაღლითობა. 2012 წელს დაფიქსირებული თაღლითობის რაოდენობაა 2 036, ხოლო 2013 წელს ის 870-ს უდრის. 7 ერთეულითაა გაზრდილი ყაჩაღობა, 2012 წელს დაფიქსირებულია ყაჩაღობის 8 ფაქტი. გაზრდილია ასევე ბინის გაქურდვის ფაქტი. 2012 წელს ის შეადგენდა 1 226 ერთეულს, 2013 წელს კი დაფიქსირებულია ბინის გაქურდვის 1 596 ფაქტი. სტატიის ავტორი : ლალი შენგელია
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 3 months ago
პანდემიამ ჰაერის დაბინძურება გლობალურად შეამცირა.✅ 🌲ტრანსპორტის მოძრაობისა და საწარმოების მუშაობის შემცირებამ აზოტის დიოქსიდის დონის კლება გამოიწვია - ამით კი დაგვანახა, როგორი იქნება მომავალი ნახშირბადის სიმცირის პირობებში. ✊ეს სტატია ეკუთვნის the Guardian-ს, შეიქმნა მისი და Climate Desk-ის კოლაბორაციის საფუძველზე. 🙅‍♂️ევროპული კოსმოსური სააგენტო ავრცელებს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს ჰაერის დაბინძურების დონის მკვეთრი კლება, რაც გამოწვეულია კორონა ვირუსის პანდემიის გამო საწარმოო საქმიანობის შეჩერებით ან შემცირებით. 🗣ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ასეთი მოულოდნელი ცვლილებები „ყველაზე მასშტაბურ ექსპერიმენტს“ წარმოადგენს, სამრეწველო საქმიანობების თვალსაზრისით. ESA-ს (ევროპული კოსმოსური სააგენტო) თანამგზავრი “Sentinel-5P”-დან ჩანს, რომ აზიასა და ევროპის ქალაქებსა და ინდუსტრიულ კლასტერებში ბოლო 6 კვირის მანძილზე აზოტის დიოქსიდი (NO2) იმაზე მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. 🆘ცოტა რამ აზოტის დიოქსიდის (NO2) შესახებ: იგი წარმოიქმნება მანქანის ძრავისა და ელექტროსადგურების მუშაობის, ასევე სხვა სამრეწველო პროცესების შედეგად. ვარაუდობენ, რომ იგი ამძაფრებს რესპირატორულ დაავადებებს, მაგალითად, ასთმას. ❗️მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის სათბურის აირი, ამ დამაბინძურებელს წარმოშობს იგივე საქმიანობა და ინდუსრტიული სექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ნახშირბადის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაზე და იწვევს გლობალურ დათბობას. ✅✊პოლ მონკსი, ლესტერის უნივერსიტეტის ჰაერის დაბინძურების პროფესორი, არსებული რეალობიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილია. „ჩვენ ახლა უნებურად ვატარებთ ყველაზე დიდი მასშტაბის ექსპერიმენტს, რაც კი აქამდე ყოფილა,“ - თქვა მან, - „ჩვენ ვხედავთ, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ნახშირბადის მცირე რაოდენობის წარმომქმნელი ეკონომიკის პირობებში. ადამიანების დაღუპვა ძალიან ცუდია, მაგრამ პანდემიამ შეიძლება მოგვცეს ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დაღწევის იმედი და დაგვანახოს, რისი მიღწევა შეგვიძლია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.“ ✔️მონკსი, ვინც ბრიტანეთის მთავრობის ჰაერის ხარისხის სამეცნიერო მრჩეველთა ყოფილი წევრიცაა, ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირებამ შეიძლება არგოს ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო ბევრ სიცოცხლეს ვკარგავთ. ✔️🍄”სავსებით შესაძლებელია, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან, მაგალითად, ასთმით დაავადებული პაციენტები”, - თქვა მან. - ”ამან შეიძლება შეამციროს დაავადების გავრცელება. ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ზრდის ვირუსით დაინფიცირების შესაძლებლობას, რადგან ის ასუსტებს იმუნიტეტს და შემდეგ მარტივად ერევა მას. ასევე, სოფლის მეურნეობაც შეიძლება უფრო წარმატებული გახდეს პანდემიის პირობებში, რადგან დაბინძურება ხელს უშლის მცენარეთა ზრდას,“ - დასძინა მან. 🆘ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია NO2-ს აღწერს, როგორც "ტოქსიკურ აირს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას", თუ იგი 200 მიკროგრამზე მეტი კონცენტრაციით არის ერთ კუბურ მეტრში. დამაბინძურებელი ნაწილაკები შეიძლება იყოს პათოგენების გამომწვევი და ასევე ჯანმრთელობის არსებული პრობლემების გამწვავების განმაპირობებელი. ♻️♻️♻️ამჟამად ჯანმო იძიებს, შეიძლება, თუ - არა ჰაერის დაბინძურების ნაწილაკები იყოს კოვიდ -19-ს გავრცელების ხელშემწყობი და ხდის თუ არა ამ უკანსაკნელს უფრო მეტად სახიფათოს. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მკვეთრი კლება ჩანს ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც იანვრის ბოლოდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ეს არის ქალაქი, 11-მილიონიანი მოსახლეობით, სადაც არის ასობით ქარხანა და რომელიც მსოფლიო მასშტაბის კომპანიებს ამარაგებს მანქანის ნაწილებითა და სხვა აღჭურვილობით. ნასა-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ჩინეთში ჰაერის დაბინძურებამ 10%-დან 30%-მდე იკლო. 🗣აზოტის დიოქსიდის დონე ასევე შემცირდა სამხრეთ კორეაში. დიდი ხანია, ეს ქვეყანა ებრძვის დაბინძურებულ ჰაერს, რაც ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გამონაბოლქვისა და იქვე მდებარე ჩინეთის ინდუსტრიული ობიექტებით არის გამოწვეული. ამ უკანასკნელმა თავი აარიდა ყველა რეგიონის მკაცრ კარანტინში მოქცევას, თუმცა მაინც დეტალურად აღწერს და აკონტროლებს კორონავირუსის შემთხვევებს. 🌋განსაკუთრებით თვალშისაცემი კი ჩრდილოეთ იტალიის მდგომარეობაა, რადგან იქ არსებული ქარხნებიდან გამოსული დამაბინძურებელი ნაწილაკები ალპებისკენ მიდიოდა და პოს ხეობის ბოლოს ჩიხში აკუმულირდებოდა, რის შედეგადაც ეს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ითვლებოდა. ❤️9 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, NO2-ის დონე მილანსა და ჩრდილოეთ იტალიის სხვა ქალაქებში 40%-ით შემცირდა. „ჰაერის ხარისხის ასეთი ცვლილების სხვა პრეცენდენტი არ გვაქვს“, - აცხადებს ვინსენტ-ჰენრი პეუჩი, კოპერნიკის ატმოსფეროს სამსახურის დირექტორი, - „წარსულში ამინდის გამო ერთი დღის განმავლობაში გვქონია კონკრეტული ცვლილებები, მაგრამ არანაირი სიგნალი არ ყოფილა გამონაბოლქვის შემცირების შესახებ და თან ასეთ გრძელ ვადებში. ” 🚗🚚არებული მოცემულობის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს საქმიანობის შენელება იტალიის ინდუსტრიულ მხარეში. მეორე საგზაო მოძრაობის შემცირებაა, რაზეც ევროპაში აზოტის დიოქსიდის გავრცელების ყველაზე დიდი წილი მოდის. 🛰პუჩის თქმით, თანამგზავრები ახლა იწყებენ ანალოგიური სიგნალების არჩევას ევროპის სხვა ქალაქებში, რომლებიც გადადიან კარანტინის რეჟიმზე, თუმცა მო
+3