7 votes
comments
1 shares
Save
ლადო ბურდულის როკენროლი
139 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

დღეს როკენროლის საერთაშორისო დღეა, საქართველოში ამ ჟანრის ფუძემდებელია ლადო ბურდული, ადამიანი, რომელიც 90-იანებში საზოგადოებას განსხვავებულ მუსიკას სთავაზობდა.

როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური მოღვაწეობა ?

მინდოდა იმ მუსიკის მოსმენა, რომელსაც არ უკრავდნენ. ამ დროს კარგი ანდაზა ვნახე სადაც წერენ, რომ თუ გინდა რამე კარგად გაკეთდეს შენ თვითონ უნდა გააკეთეოო, შესაბამისად შევქმენი ის მუსიკა, რომლის მოსმენაც თვითონ მინდოდა.

როგორი იყო იმ დროს საზოგადოება? ვინ იყო თქვენი მსმენელი?

არასდროს მიმუშავია მსმენელზე, მუსიკას იმიტომ ვქმნიდი, რომ ჩემი ცხოვრება გამელამაზებინა. ჩემი შემოქმედება არასდროს დარეკლამებულა, აი ბევრს რომ ატრიალებენ და ყველგან რომ არის ეგეთი, იმიტომ რომ ამას პირველ რიგში საკუთარი თავის გამო ვაკეთებდი. მერე აღმოჩნდა, რომ სხვებსაც მოსწონთ, თუმცა ასეთი ადამიანები ყოველთვის ცოტა იყო. რაც შეეხება საზოგადოებას, ეს იყო ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირი და კრიმინალური ავტორიტეტები. შენ მიუღებელი იყავი განსხვავებული მუსიკალური გემოვნების, ჩაცმულობის გამო. „ნანეტი“ თუ გქონდა ან უბრალოდ ქუჩაში „პლეერით“ თუ გახვიდოდი. ერთხელ ტყავის კურტკით გავედი და ამის გამო ბევრი ჩხუბი მომიწია. თუ იყავი ასეთი, შესაბამისად იყავი ანტისაბჭოელი, ანტიკრიმინალი და ამის გამო იდევნებოდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რა უნდა აკეთო თუ საზოგადოებას არ მოსწონხარ? ისეთი უნდა გახდე, როგორიც ყველაა თუ ისეთი უნდა იყო როგორსაც შენ ფიქრობ რომ იყო? ხო და მეც გადავწყვიტე ვყოფილიყავი ის რაც ვარ.

როგორ აღწერდით თქვენ შემოქმედებას?

ჩემი შემოქმედება არის ისეთი, როგორიც მე ვარ. მე ვქმნი დამოუკიდებელი ადამიანებისათვის, რომელიც მხოლოდ საკუთარ გულისცემას უსმენს და იცის რა უნდა, ერკვევა რა არის მისთვის კარგი ან ცუდი, ვინ არის და როგორ უნდა იარსებოს ისე, რომ თავის თავთან და საზოგადოებასთან შეძლოს თანაცხოვრება. მე რომ დავიწყე მოღვაწეობა ყველა დედ-მამასთან ცხოვრობდა. ჩემი ტოლებიც ჩემს მშობლებს უფრო უგებდნენ, იმიტომ რომ კონფორმიზმი არჩიეს, მე კი ახლაც არ მინდა რომ ჩემს თავში ბავშვი მოვკლა. ჩვენი საზოგადოება ძალიან ცვალებადია, შეუძლებელია ყველას ერთად და ერთდროულად სძულდეს ან უყვარდეს რამე, მაგალითად რუსეთი 99% უყვარდა ადრე ახლა 99% სძულს და იგივე დამოკიდებულებაა რელიგიაზეც.

თქვენი საყვარელი უცხოური და ქართული ბენდები?

თავიდან რეჟისორობა მინდოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წავიდა. როცა სცენაზე დგახარ ერთდოულად ყველაფერი შეგიძლია იყო. იმ დროს მეხმარებოდა ჩემი ძმაკაცების მუსიკა, და სწორედ მათი მუსიკის დამსახურებაა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბება. ადრე როკი ძალიან პოპულარული იყო, ბითლზის ერთ-ერთმა სიმღერამ ბრიტანეთის ლორდთა პალატაში ოვაციები გამოიწვია. მაშინ აქტუალურ საკითხებზე მღეროდნენ, ახლა მუსიკოსები მღერიან ამინდზე და აბსურდულ მოვლენებზე. როკმა ნელ-ნელა დაკარგა პოპულარულობა და შემოვიდა ელექტრომუსიკა. როგორ შეიძლება 200 ლარიან ლეპტოპში აწყობილი მუსიკა იყოს გულის ამოძახილი და ადამიანს ემოციურად ეხებოდეს? თუმცა მე მგონია რომ ეს პოპულარულობა დროებითია. რაც შეეხება საქართველოს, ახლაც არ არის განვითარებული. როკი გიტარის მიმართულებით უფრო ვითარდება. ადრე გალაკტიონზე და გრანელზე მღეროდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ საკუთარი აზრის გამოხატვის, ახლაც იგივე ხდება, ინგლისურად მღერიან, უცხოეთში რომ გაჰქონდეთ და ფულს შოულობდნენ მესმის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს სიაფანტობაა. როკენროლი სოციალური და აქტუალური მოვლენაა, როგორ შეიძლება შენი აზრები ტვინში ჯერ თარგმნო და მერე გადმოიტანო, ეს ხომ არ იქნება სრულფასოვანი.

დღეს როკენროლის საერთაშორისო დღეა, რას იტყოდით ამ ჟანრზე და მიმართულებაზე საქართველოში?

როკში იმხელა ახალგაზრდული ენერგია და პროტესტის მუხტი დევს, რომ შეიძლება ფორმები შეიცვალოს, მაგრამ ეს ყოველთვის აქტუალური იქნება. აი თუნდაც ელექტროგიტარის შხრიალი სადღაც რომ მესმის სისხლი მიდუღს, მგონია რომ გაფრენა შემიძლია ისეთი ძლიერი მუხტი აქვს ამ ყველაფერს რომ ეს არასდროს მოკვდება, მარადიულია და ვისაც უყვარს უყვარს, ვისაც არა და ძალით ვერავინ შეაყვარებს. საქართველო როგორც კონფორმისტული ქვეყანა ვერ იღებს როკენროლს, იმიტომ რომ როკენროლი არ არის კონფორმისტული მუსიკა და ამიტომ მან აქ ფეხი ვერ მოიკიდა, თუმცა 90-იან წლებში მაინც შევძელით ჩვენ, რომ ეს მუსიკა გამხდარიყო მეინსტრიმი, რაღაც დონეზე და ამის შემდეგ დიდად აღარც არაფერი შეცვლილა.

#როკენროლი #ლადობურდული #ჩემომშვენიეროლედი #თბილისი #TbilisiDaily

.


Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
7
Write a comment
1