აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 22 116-მდე გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141354 ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 22 116-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზი 557 663 ადამიანს დაუსვეს. ვირუსი ქვეყნის ყველა შტატშია გავრცელებული. უაიომინგი ერთადერთი შტატია, სადაც ახალი კორონავირუსის არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ფიქსირდება.
0