კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა - ლევან რატიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141357 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. „ასევე ორის მდგომარობა სტაბილურად მძიმე რჩება, ჰემოდინამიკის პარამეტრები შედარებით გაუმჯობესებულია. გვყავს კიდევ ერთი პაციენტი - 46 წლის, რომელთანაც სახეზეა ორმხრივი მწვავე პნევმონია, კორონავირუსით ინფიცირებულია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა შეიძლება, სტაბილურად ჩაითვალოს, არ საჭიროებს მაღალი კონცენტრაციის ოქსიგენოთერაპიას. კლინიკაში რჩება ორსული პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ასევე გვყავს სამი მოზარდი, მინდა გითხრათ, რომ სამივე მოზარდთან ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც დღეს მივიღეთ, არცერთთან პათოლოგია არ ვლინდება, ასევე არ არის კლინიკური გამოვლინებები. შემოსული პაციენტებიდან ყველასთან გრძელდება სიმპტომურად მკურნალობა“, - აცხადებს რატიანი.
0