მოხალისეთა ჯგუფი “გაუნაწილე”, რომელიც ოჯახებს ეხმარება

0
სოციალურ ქსელში გამოჩდა ინფორმაცია ბევრი ჯგუფის შესახებ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად. ერთ ასეთ ჯგუფს ბათუმში "გაუნაწილე" ჰქვია და მის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზეც ხელმისაწვდომია. "რამდემნიმე დღის წინ მეგობრებმა გადავწყვიტეთ მოხალისეობრივი აქტივობები დაგვეწყო მათთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირდა. ახლა კი ყოველდღე იზრდება ადამიანების ჩართულობა და მხარდაჭერა! " მოხალისეებმა პირველივე ორ დღეში 3, 000 ლარი შეაგროვეს. მონაწილეები აცხადებენ, რომ "შეგროვებული თანხა მოხმარდება პროდუქტების შეძენას და საჭიროების მქონე პირებისთვის დარიგება". ჯგუფი უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა. პირველ დღეს პროდუქტები 5 ოჯახს გადასცეს, მეორე დღეს კი ბენეფიციართა რიცხვი უკვე 13 ოჯახზე ავიდა. მესამე დღეს მრავალშვილიან ოჯახსა და მოხუცებულებს გაუწიეს დახმარება. ჩართვისკენ ყველას მოუწოდებენ და ამბობენ, რომ სიკეთე გადამდებია. აქციის სინამდვილეში რომ დავრწმუნებულიყავით, მოხალისეები საჯარო ჯგუფში ფოტო და ვიდეო მასალასაც დებენ. თუ ვინმეს ფინანსური დახმარება სურს, შეუძლია ნახოს, რომ ადამიანთა ეს ჯგუფი ნამდვილად ეხმარება მოსახლეობას. ჯგუფი უკვე რამდენიმე დღეა, თანხას უგროვებს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას და მათ სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს გადასცემს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საქველმოქმედო ინიციატივაში მონაწილეობა. ჰეშთეგით
#გაუნაწილე
კი ფეისბუქში მეტს გაიგებთ თუ როგორ შეგიძლიათ შეუერთდეთ ჯგუფს და თანამოქალაქეებს დაეხმაროთ.
#გაუნაწილე
#კორონავირუსი
#დახმარება
#BatumiDaily
0