საქართველოში კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდგინდა

0
საქართველოში კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდგინდა, სასულიერო პირი ერთ-ერთი იმ მედიკოსის ძმაა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ მამაოსგან გადაედო თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექთანს კორონავირუსი, რომელიც სამსახურში დადიოდა. სავარაუდოდ მისგან დაინფიცირდნენ დანარჩენი მედიკოსები. ინფიცირებულია ასევე სასულიერო პირის დისშვილი და დის დედამთილი! შეგახსენებთ, დღეს დილის მონაცემებით კორონავირუსით 272 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 68, ხოლო გარდაცვლილი 3. თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით, საგანგებო მდგომარეობაც მოიხსნება და ეკონომიკაც გაცოცხლდებაო.
#news
#opinion
#events
#business
#religion
#economics
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#stopcoronavirus
#stopcovid19
#სიახლე
#რელიგია
#ეკონომიკა
#კორონავირუსი
#კოვიდ19
Tbilisi
Batumi
Kutaisi
0