ემანუელ მაკრონი - რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს

0
საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი კიდევ ერთი თვით - 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. თავდაპირველად საფრანგეთში კარანტინი კორონავირუსის გამო 17 მარტს დაწესდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვისას მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით ვირუსთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და წესების დაცვა. რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომაც მკაცრი კარანტინი კვლავ უნდა გავატაროთ 11 მაისამდე. ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ პერიოდში ეფექტურად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე ინფორმაციით, 11 მაისიდან, საბავშვო ბაღები, დაწყებითი და უმაღლესი სკოლები თანდათან გაიხსნება, თუმცა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ზაფხულამდე არ გაიხსნება. რესტორნები, კაფეები და სასტუმროებიც 11 მაისამდე დახურული იქნება, ხოლო ივლისის შუა რიცხვებამდე არავითარი ზაფხულის ფესტივალი არ გაიმართება. 11 მაისიდან საფრანგეთი კორონავირუსის სიმპტომის მქონე ყველა მოქალაქის ტესტირებას დაიწყებს. 11 მაისიდან ყველა შეძლებს პირბადის მიღებას გარკვეული სიტუაციებისთვის, როგორიც არის მაგალითად საჯარო ტრანსპორტი.
#france
#macrone
#quarantine
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
0