2 votes
0 comments
0 shares
Save
ემანუელ მაკრონი - რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს
78 views
Mediamall
Tbilisi · 2 months ago

საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი კიდევ ერთი თვით - 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

თავდაპირველად საფრანგეთში კარანტინი კორონავირუსის გამო 17 მარტს დაწესდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვისას მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით ვირუსთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და წესების დაცვა. რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომაც მკაცრი კარანტინი კვლავ უნდა გავატაროთ 11 მაისამდე. ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ პერიოდში ეფექტურად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მაკრონმა.

მისივე ინფორმაციით, 11 მაისიდან, საბავშვო ბაღები, დაწყებითი და უმაღლესი სკოლები თანდათან გაიხსნება, თუმცა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ზაფხულამდე არ გაიხსნება. რესტორნები, კაფეები და სასტუმროებიც 11 მაისამდე დახურული იქნება, ხოლო ივლისის შუა რიცხვებამდე არავითარი ზაფხულის ფესტივალი არ გაიმართება.

11 მაისიდან საფრანგეთი კორონავირუსის სიმპტომის მქონე ყველა მოქალაქის ტესტირებას დაიწყებს. 11 მაისიდან ყველა შეძლებს პირბადის მიღებას გარკვეული სიტუაციებისთვის, როგორიც არის მაგალითად საჯარო ტრანსპორტი.

#france #macrone #quarantine #stopcovid19 #coronavirus #covid19
Mediamall
Tbilisi · 2 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ემანუელ მაკრონი - რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს
საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი კიდევ ერთი თვით - 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. თავდაპირველად საფრანგეთში კარანტინი კორონავირუსის გამო 17 მარტს დაწესდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვისას მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით ვირუსთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და წესების დაცვა. რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს. ამიტომაც მკაცრი კარანტინი კვლავ უნდა გავატაროთ 11 მაისამდე. ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ პერიოდში ეფექტურად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე ინფორმაციით, 11 მაისიდან, საბავშვო ბაღები, დაწყებითი და უმაღლესი სკოლები თანდათან გაიხსნება, თუმცა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ზაფხულამდე არ გაიხსნება. რესტორნები, კაფეები და სასტუმროებიც 11 მაისამდე დახურული იქნება, ხოლო ივლისის შუა რიცხვებამდე არავითარი ზაფხულის ფესტივალი არ გაიმართება. 11 მაისიდან საფრანგეთი კორონავირუსის სიმპტომის მქონე ყველა მოქალაქის ტესტირებას დაიწყებს. 11 მაისიდან ყველა შეძლებს პირბადის მიღებას გარკვეული სიტუაციებისთვის, როგორიც არის მაგალითად საჯარო ტრანსპორტი.#france #macrone #quarantine #stopcovid19 #coronavirus #covid19
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 2 months ago
რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით
დღევანდელ სიტუაციაში ალბათ უფრო სწორი იქნება, საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით, მაგალითად, ორი კვირით გახანგრძლივდეს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“. „რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ; ის საგანგებო მდგომარეობა მით უფრო ჩქარა მოიხსნება და ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო ჩქარა გაიხსნება და გაცოცხლდება. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ, ვისეირნოთ და გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“, – განაცხადა ცერცვაძემ. ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა შენარჩუნდეს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგ იმის გათვალისწინებით, რომ კარგი ამინდის დადგომასთან ერთად ქუჩებში ხალხმრავლობა უკვე შეინიშნება.#stopcovid19 #covid19 #coronavirus #georgia #pandemy #quarantine #კორონავირუსი #კოვიდ19
Headline
Tbilisi, Georgia · 2 months ago
BBC: რიგი ქვეყნები ეტაპობრივად ამცირებენ დაწესებულ შეზღუდვებს
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ თითქმის 3 მლნ-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000 ადამიანზე მეტია. დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა - თითქმის 1 მლნ. ადამიანი, შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. ამავდროულად, ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მცირდება COVID-19-ით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა და ამის ფონზე, ზოგიერთი სახელმწიფო საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს. აშშ-ის არაერთი ცალკეული შტატიც, დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას აპირებს. იტალიაში, სადაც მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი - 26 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 მაისიდან, არსებული მკაცრი ზომების შემსუბუქება იწყება. ბარებსა და რესტორნებს ე.წ. takeaway საკვების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. ამ ეტაპზე მხოლოდ საკურიერო მომსახურება მოქმედებს. გარდა ამისა, იტალიის მოქალაქეებს, მხოლოდ ცალკეული პროვინციის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების საშუალება ექნებათ. ექნებათ ახლობლების მონახულების, ასევე დაკრძალვების ორგანიზების უფლება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ერთდროულად შეიკრიბება არაუმეტეს 15 ადამიანი. ესპანეთში გასულ შაბათ-კვირას მიეცათ ბავშვებს ქუჩაში პირველად გასვლის უფლება. ხოლო საფრანგეთში საკარანტინო ზომების შემსუბუქება 11 მაისიდან დაიწყება. აშშ-ის ზოგიერთმა შტატმა 1 თვის წინ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი, 55 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ვირუსით დაინფიცირების უკვე 87 147 შემთხვევაა დაფიქსირებული. არსებული მოცემულობით, რუსეთმა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობით უკვე ჩინეთს გაასწრო. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა სამხედრო ნაწილებში კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შემთხვევები. რუსეთის მასშტაბით 900-მდე სამხედრო მოსამსახურეა დაავადებული. ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩინეთის ქალაქებში - პეკინსა და შანხაიში გაიხსნა საჯარო სკოლები. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხი სწრაფად მცირდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ახალ ირეგულაციები მოქმედებს, რომლის მიხედვით, პიროვნება, რომელიც დახველების ან დაცემინების დროს „პირზე ხელზე არ მიიფარებს“ და ამავდროულად პირბადეს არ ატარებს, დაჯარიმდება. სამხრეთ კორეა თანდათანობით უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. გაიხსნა ეკლესიები და მოსახლეობას პირბადის ტარებას, ასევე დისტანციის დაცვას სთხოვენ. ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის ჯასინდა არდერნის განცხადებით, ეს სახელმწიფო მალე შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას და უახლოეს მომავალში მოიხსნება საკარანტინო რეჟიმი. ირანში, სადაც კორონავირუსით დაავადების გამო უკვე 5 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მეჩეთების გახსნას გეგმავენ. ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად ამცირებს დაწესებულ შეზღუდვებს და ზოგიერთ მარკეტსა თუ მაღაზიას, მუშაობის საშუალებაც მიეცა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Digest: nearly three million people with coronavirus in the world, the world is increasing military spending (27.04.2020),#coronavirus #world #countries #quarantine #headline #stopcovid19
საინფორმაციო სააგანეტო
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რა ინტერესები აქვს მარგანეცში მამაცაშვილი-ფარცხალაძის კლანს?!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების და სასამართლოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმსხვილეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებით მმართველს უფლებამოსლების ვადა კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი მადნის მომპოვებელ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, სკანდალური და გადამდგარი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ასევე სკანდალური ბიზნესმენის, გია (რიჟა) კაპანაძის, ასევე, სხვათა და სხვათა და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებს კიდევ 3 წლის განმავლობაში დაიცავს. დასაცავი კი ძალიან ბევრია - უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც ჭიათურიდან ყოველწლიურად გაედინება - 600 მილიონი დოლარის ქონება ყოველწლიურად. მაშ ასე: „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითმა მმართველმა უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა და ნიკოლოზ ჩიქოვანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წლის 8 მაისიდან 2023 წლის 9 მაისამდე გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიქოვანი კვლავ განაგრძობს კომპანიაში ერთპიროვნულ მმართველობას. თავად ჩიქოვანს კი (რა თქმა უნდა არაოფიციალურად, მაგრამ რომ მართავენ ყველამ იცის) მართავენ - უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გია (რიჟა) კაპანაძე და ა.შ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 მაისის განჩინების თანახმად (საქმის N 3/3381-17), გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილი შპს ,, ჯორჯიან მანგანეზის" (ს/ნ: 230085797) სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედება იმავე წესითა და პირობებით (მართვა სპეციალური მმართველის მიერ განხორციელდეს ერთპიროვნულად, დამოუკიდებლად და ყველა იმ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია დირექტორის, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების ხელმძღვანელობით და მმართველობით კომპეტენციად. სპეციალური მართვის რეჟიმის განმავლობაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) მართვაში კერძოდ, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაში მონაწილეობა ეკრძალებათ, რაც არ ეხება სპეციალურ მმართველს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ს/ ორგანოს.) სანებართვო/სალიცენზიო ქმედების განხორციელებისა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესასრულებლად, არაუმეტეს 3 წლით, 2023 წლის 9 მაისის ჩათვლით“,- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც „2020NEWS“-ს დაუმალეს, მაგრამ ადვილი მოსაპოვებელი აღმოჩნდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 3 წლის წინანდელი მოთხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებითი მმართველი ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში შევიდა. მოტივი კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული კოლოსალური ზარალი იყო, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენდა. ჩიქოვანი კომპანიაში 14 პუნქტიანი გეგმით მივიდა. თუმცა, რა შესრულდა ამ 14 პუნქტიანი გეგმიდან, არავინ იცი, რადგან ჭიათურის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ კატასტროფულია; ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობით ამ რაიონის მოსახლეობა სამეულში შედის; ჭიათურის რაიონის სოფლები კვლავ გადათხრილია; მადნით დატვირთული ავტომანქანების კოლონები უპრობლემოდ გადაადგილდება ქალაქში; კომპანია გარემოზე მიყენებულ ზარალს კვლავ არ იხდის; იმ სოფლების მოსახლეობას, სადაც მარგანეცი მოიპოვება, სახლებს უნგრევენ და კომპენსაციას არ აძლევენ; შრომის უსაფრთხოების მხრივ, პირველყოფილი თემური წყობილებაა და რაიონიდან ხალხი გამორბის - ყოველდღიურად იმატებს ბოქლომდადებული სახლების რაოდენობა, რადგან სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს აქვს, სიკეთის და კეთილდღეობის ნაცვლად, ამ რაიონის მოსახლეობას აღრჩობს. სამაგიეროდ, მილიონებს შოულობენ დაწინაურებული და აღზევებული პირები, ხშირ შემთხვევაში აღზევებული მდაბიობი. რა წერია 14 პუნქტიან გეგმაში? ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ, ჯერ კიდევ 2017 წელს წარდგენილ სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2017-2020 წლებში შემდეგი ღინისძიებები უნდა განხორციელდეს: დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით; განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები. 2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით; დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი; უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქალაქ ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან. ვინაიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი, „2020NEWS”-მა ლევან დავითაშვილის უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაციის მისაღებად მიმართა: რატომ გაუხანგრძლივდა დროებით მმართველს უფლებამოსილების ვადა კიდევ 3 წლით და რა შეასრულა აღებული ვალდებულებებიდან დროებითმმა მმართველმა, უფრო სწორად კი, გია (რიჟა) კაპანაძის გუნდმა, რომელმაც, „2020NEWS”-ის ინფორმაციით, ჭიათურაში ე.წ. მსხვილი კოოპერატივები შეიძინა და მრავალმილიონიანი ქონების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიფართოვა. გარდა ამისა, სწორედ ეს გუნდი შევიდა ტყიბულის შახტების მართვაშიც გასულ წელს და თერჯოლაში ახალი საწარმოს მშენებლობაც დააანონსა(!!!!!!!!!) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარკვეული ბიუროკრატიული მოთხოვნების მომიზეზებით, „2020NEWS”-მა ვერ მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა გაგვერკვია, რა ბედი ეწია ჭიათურის გარემოს და როგორ შეიცვალა მდგომარეობა ივანიშვილი-მამაცაშვილი-ფარცხალაძე-კაპანაძის იქ მოპოვებული ძალაუფლების და გავლენების შემდეგ. პასუხიც და შედეგიც სახეზეა, თუმცა დავითაშვილის უწყების პასუხს, მისი არსებობის შემთხვევაში, „2020NEWS” დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ და მიაწოდებს ჭიათურის რაიონის მოსახლეობასაც, რომელიც „კოლექტიურ სასჯელს იხდის“ მხოლოდ იმისათვის, რომ ზემო იმერეთის ამ მხარეში დაიბადნენ და მათი მშობლიური მხარე ბუნებრივი წუიღისეულით არის დატვირთული. ჯერ კიდევ 3 წლის წინ, კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანის შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელმა ამერიკულმა კომპანია "Georgian American Alloys"-მა განაცხადა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია, თუმცა ამ კომპანიის წარმომადგენლები ახლა ხმას აღარ იღებენ. როგორც ჭიათურაში ამბობენ - „გარიგდნენ და ერთად ჭამენ“. ვინ რას ჭამს და რამდენს, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ისევე როგორც იმის წარმოდგენაა ძალიან ადვილი, რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება, რას საქმიანობს, როგორ საქმიანობს და „რა სარგებლობა მოაქვს“ გია კაპანაძის ბიზნეს-ჯგუფს ქვეყნისათვის. ერთი საინეტერესო დეტალი: ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემებზე მინისტრი ლევან დავითაშვილი „კრიტიკულად და კატეგორიულად“ საუბრობდა და აცხადებდა, რომ თუ დროებითი მმართველი დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, ის მზად იყო მკაცრი ზომებისთვის მიემართა. ჩვენ ძალიან გვინდოდა მინისტრის პოზიციის მოსმენა ამ „რიტიკული და კატეგორიულ“ პოზიციიდან ერთი წლის თავზე, მაგრამ მინისტრიც და სამინისტრო ახლა ღრმად დუმს!!!! „ჭიათურმანგანუმიდან“ „ჯორჯიან მანგანეზამდე“ ინფორმაციისთვის: ჭიათურის საბადოს ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაიწყო. 1990 წლამდე მოპოვებული იქნა 203 მლნ. ტონა ნედლი მადანი და მოხდა 108 მლნ. ტონა სასაქონლო პროდუქციის რეალიზაცია. 1990 წლიდან მანგანუმის მოპოვება მკვეთრად შემცირდა. “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად, სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში გაიმარჯვა ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა. გარიგების გაფორმებისას, „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი” საკმაოდ ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „სტემკორის“ შვილობილი კომპანია იყო. 2006 წლის ბოლოსთვის „სტემკორმა“ ჰოლდინგის 75% უკრაინულ „პრივატ ჯგუფს” მიყიდა. ეს ჯგუფი საქართველოში „ტაო-პრივატ ბანკის“ მფობელი იყო 2007-2014 წლებში. უკრაინული პრესის თანახმად, ჯგუფი „პრივატი“ ერთ-ერთი ყველაზე დახურული და არაგამჭვირვალე კომპანიაა, მისი დამფუძნებლები იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლუბოვი უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში შედიან. 2013 წელს „პრივატ“ ჯგუფმა „ჯორჯიან მანგანეზი“ (ყოფილი ჭიათურმანგანუმი და ზესტაფონის ფერო) და „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული ვარციხეჰესების კასკადი თავისი ამერიკულ ჰოლდინგზე Georgia American Alloys1-ზე გადააფორმა; თუმცა, ქართულ საზოგადოებას ეს ფაქტი გააცნეს, როგორც საწარმოებში ახალი „მენეჯმენტის მოსვლა“. შესაბამისად, „ახალმა მენეჯმენტმა“ ყველაფერი ცუდი „ძველ მენეჯმენტს“ გადააბრალა და პრობლემების მოგვარების პირობა დადო. სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, 2016 წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედებულიყო ახალი სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი; თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 2017 წლის მაისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ქონებას საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი განაგებს. აშშ-ში რეგისტრირებული Georgia American Alloys Inc. საქართველოში ქონებას ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში (ოფშორში) რეგისტრირებული იმავე სახელწოდების კომპანიის Georgian American Alloys Sàrl-ის მეშვეობით ფლობს. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის თანხმად, ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ არის შპს ჯორჯიან მანგანეზის (230085797), შპს ვარციხე 2005-ის (221297870) და შპს ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის (404414861) მფლობელი. თავის მხრივ, შპს ჯორჯიან მანგანეზი 19 შპს-ს 100% წილის მფლობელია. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიებს შორის 13 - შპს ჯმ 29, შპს ჯმ-კოროხნალი-დევიძეები, შპს გამამდიდრებელი კომპლექსი, შპს ჯმტექნიკასერვისი, შპს ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისის2, შპს ჯმ-კონსტრაქშენი, შპს ჯმ-ვაკეტყე, შპს ჯმ-ცდფ, შპს ჯმ-შუქრუთი, შპს ჯმ-ითხვისი, შპს ჯმ-პეროფი, შპს ჯმ-მაინინგ და შპს ჯმ-ცენტრალური ფაბრიკა - სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაარსდა. #ახალიამბები #პოლიტიკა
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ეს არის გრძელვადიანი კრიზისი
„ამ კრიზისის გადაჭრას დრო დასჭირდება და არსებითია ერთიანობა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა. „ჩვენი მხარდაჭერა - ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კრიზისის გადაჭრას დრო დასჭირდება და არსებითია ერთიანობა. ჩვენ გვქონდა G7 წევრ ქვეყნებთან ვიდეოკონფერენცია და ეს იყო შესაძლებლობა, მოგვეხდინა ძლიერი პოლიტიკური ნების, კოორდინაციისთვის მზადყოფნის და თანამშრომლობისთვის მზაობის დემონსტრირება. ჩვენი პრიორიტეტი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაა. გამოვედით არაერთი ინიციატივით, რათა ყველამ ერთად შევამციროთ ვირუსის გავრცელება და ამ ზომებში შედის შიდა და გარესაზღვრების დაცვა. ახალი ინიციატივის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთებული საჭიროების გარდა, ინდივიდუალური პირების გადაადგილება დროებით შევაჩეროთ. ამასთანავე, პროგრესის დასაჩქარებლად ხელს შევუწყობთ მიმდინარე კვლევებს, რათა მალე შეიქმნას ვაქცინა. ვიდეოკონფერენციის დროს ამ თემაზეც გავამახვილეთ ყურადღება და აღნიშნეთ, რომ გავაკეთებთ ერთად ყველაფერს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ, მოქალაქეებს ვუთხრათ სიმართლე, რომ ეს არის სერიოზული კრიზისი, ეს იქნება გრძელვადიანი კრიზისი, ეს იქნება რთული კრიზისი და ამიტომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ ვართ ერთიანი ისე,როგორც არასდროს და თითოეულ მოქალაქეს ეკისრება მისი წილი პასუხიმგებლობა. მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ ინდივიდუალური ქვეყნების დონეზე და საერთაშორისო დონეზე მიღებულ წესებს. ჩვენ ყველა პასუხიმგებელი ვართ და ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი ამ რთულ კრიზისში ბრძოლის მოსაგებად“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.#stopcovid19 #europe #europeasiaconnect #covid19
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ელისო ბოლქვაძე: მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ - პარტიას, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია
პიანისტი ელისო ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვყანაში შიში და ძალადობა იყო გამეფებული. “ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია დავაფიქსირო ჩემი ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 23 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, თუმცა მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ეს სიყვარული ბავშობიდან გააღვივეს ჩემმა მშობლებმა. როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი,საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ვცდილობ ჩემი ხელოვნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მივმართო ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კონცერტებს ვატარებ. პირველ რიგში, მადლობა დღევანდელ მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული შესანიშნავი რეზულტატებისთვის. ოცნებამ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ პარტიის მთავარი ღირებულება ხალხზე ზრუნვაა და ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. ოცნების წინამორბედი ხელისუფლებისთვის,ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ქართული ოცნება დემოკრატიის მაღალი ხარისხით მოვიდა ხელისუფლებაში და სააკაშვილის რეჟიმი სისხლის გარეშე დაამარცხა! ეს იყო ქართული ოცნების სულისჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის ურყევი ნება -დიქტატურის დემოკრატიით დამარცხება! უზნეობასთან ზნეობრივი დაპირისპირებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. “ქართულმა ოცნებამ” მართლაც მოკლე პერიოდში აღკვეთა ძალადობის, მოსახლეობის ტერორის და პატიმრების სისტემური წამების მაგალითები.12 ჯერ შეამცირა ციხეში სიკვდილიანობა და დღეს საქართველო მაგალითს აძლევს ბევრ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს. შესაძლოა საქართველოში ამ მიღწევებს აღარც აფასებენ სათანადოდ და არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ნორმად იქცა პატიმრებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს უკვე კარგია! ეს ფაქტი უდიდესი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ შიშის რეჟიმში ცხოვრებდა. საზოგადოებაში, სადაც შიში და ძალადობა ნორმად იყო გადაქცეული .ასევე ნორმა იყო მართული მედიის სიჩუმე, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ხოცვა. მერწმუნეთ,საქართველოდან შორს მყოფისთვის,ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი იმ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. ეს კონტრასტი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, თუ სააკაშვილის რეჟიმს ჩაანაცვლებდა მისი მსგავსი ძალა, ისეთივე დაუნდობელი და სასტიკი. დარწმუნებული ვარ, იმ შემთხევაში საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას. დამეთანხმეთ, რომ ბევრისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უკვე ისეთივე ბუნებრივია, როგორც პატიმრებისადმი ჰუმანური მოპყრობა ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. საქართველოსთვის უკვე 7 წელია ნორმად იქცა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო გადაუდებელი ოპერაციები, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა.ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიენიჭა. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული აღმასვლაც უკვე ნორმად იქცა და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევებით! მიზანდასახული და ურყევი განვითარება, მშვიდობა, ბიზნესის, მედიის და სიტყვის თავისუფლება ქართული სახელმწიფოს ისეთივე ბუნებრივ ატრიბუტებად იქცა როგორც გერბი და დროშა. ქვეყანა ვითარდება ზედმეტი ეპატაჟის, პათეტიკის და ბაქიაობის გარეშე !! სააკაშვილმა თავისი მართველობის დროს თვითრეკლამა არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და ლამის კომედიად აქცია. უკვე სასაცილო იყო მის მიერ ერთიდაიგივე ობიექტების რამოდენიმეჯერ ზარზეიმით გახსნა.ასევე გაუაზრებელი იდეოლოგიების დანერგვა საზოგადოებაში მედიის ზეწოლით. პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის არჩეული გზა,ხედვები და მიმართულებები არის სწორი და ადაპტირებული ქვეყნის განვითარებისთვის. იგი პრინციპულად უარს ამბობს საკუთარი სიკეთეების რეკლამაზე და ურყევად მიდის დასახული მიზნებისკენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მახსოვს, 2011 წელს მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობაზე -განათლებაზე!დღეს კი ქუთაისში მილიარდი ევროს ღირებულების უნივერსიტეტი შენდება მისი პირადი რესურსებით. უკვე ნორმადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის უფასო სახელმძღვანელოები,ასობით გარემონტებული სკოლები,კომპიუტერიზაცია. ბუნებრივ მოვლენად იქცა გაჭირვების დროს “ფონდი ქართუ”-ს მიერ გაწეული მრავალმილიონიანი დახმარებები, ასობით გარემონტებული კულტურული ძეგლები, სპორტული მოედნები, კულტურული ობიექტები, გადარჩენილი ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, ბოტანიკური ბაღები და რასაკვირველია ხმაურის გარეშე გადარჩენილი ათასობით ადამიანის სიცოცხლე! როგორც ხელოვანმა, არ შემიძლია არ ავღნიშნო ფონდი “ქართუს” უდიდესი წვლილი ისტორიული ძეგლების გადარჩენაში.ერთი წამით წარმოიდგინეთ რამდენი რამ არ შემორჩებოდა საქართველოს, რომ არა ქართუ!! მაგრამ საქართველოს გაუმართლა და დღეს ბატონი ბიძინას წყალობით მივიღეთ რეაბილიტირებული თეატრები,ბოტანიკური ბაღები,”ციცინათელაც”, ბლექსი არენა,დელფინარიუმიც და მალე დენდროლიგიური უნიკალური პარკი, რომელიც ოაზისად მოგვევლინება. გავიხსენოთ ასევე აღდგენილი ისტორიულო მემკვიდრეობა , ხევსურეთში მდებარე მუცოს ციხესიმაგრე, ასობოთ სხვა ეროვნული ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ ,თუმცა აღარ გვახსოვს, თუ ვინ გადაარჩინა ეს საგანძური…და ესეც კარგია! დიახ, სწორდაც რომ ნორმად უნდა იქცეს განვითარებაც, პროგრესიც და წინსვლაც! განვითარებას არ სჭირდება ყოველდღიური აპლოდისმენტები. ცხოვრებამ თვით უნდა აქიოს ნორმად განვითარების დინამიურობა-ისევე როგორც ნორმად იქცა ყველაფერი ის რაც ზევით ჩამოვთვალე. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვიღწვი განვვითარდე ყოველდღე.როცა რამეს ვაღწევ, მინდა კიდევ მეტი მოტივაციით წინ წავიდე .ჩემი ქვეყანისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ ქართულ ოცნებას-პარტიას , რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია!!” – წერს ელისო ბოლქვაძე
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
Fox News:მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის ფონზე,საქართველომ სასწაულად აიცილა მსხვე
Fox News - მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის - ეს საქართველოა - ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. „ჩვენ დროულად და უყოყმანოდ განვახორციელეთ მტკიცე და გადამწყვეტი ქმედებები. არა მხოლოდ დავიწყეთ ყველა ჩამომსვლელისთვის ტემპერატურის შემოწმება, არამედ 28 იანვარს ავკრძალეთ ფრენები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა, რამაც საერთაშორისო ფრენების სრულ აკრძალვამდე მიგვიყვანა. ჩვენ ასევე დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში და საჯარო შეკრებები შევზღუდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. სტატიაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა, როდესაც აზერბაიჯანის საზღვარზე ირანიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეს ვირუსი დაუდგინდა. 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 გამოჯანმრთელდა და რომ გასაოცარი შედეგია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. „შორს ვართ იმის თქმისაგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთეთ გავრცელების მრუდის გაბრტყელებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია. არ შეგვიძლია გადაჭარბებულად მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ექსპერტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდვების მოხსნა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ფატალური შემთხვევები აიცილა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკას - რომელიც შეფასებულია, როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი - დიდი დარტყმა მიადგა. „რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონოიკური შედეგი ჰქონდა. ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, დავაწესეთ სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და დავხურეთ ყველა არაგადაუდებელი ბიზნესი,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში : თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, ჯამში, დაინფიცირების 23 500 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 372 ადამიანი. „საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროული, გადამწყვეტი მოქმედება და ჩვენს მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარებაა. ქვეყნის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ავკრძალეთ სოციალური ღონისძიებები, შეკრებები, დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში. ათასობით ჩვენი მოქალაქე საკარანტინო შენობებში გადავიყვანეთ და ღამის საათებში მოძრაობა სრულად ავკრძალეთ,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 28 პაციენტი. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ დაღუპულა.#foxnews #georgia #stopcovid19 #coronavirus #covid19 #gakharia
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 5 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.