ბოჭორიშვილის კლინიკაში ადასტურებენ, რომ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირი გუშინ, 13 აპრილს შეიყვანეს. დაინფიცირების წყარო კი ამ დროისთვის უცნობია.
"[სასულიერო პირის] ოჯახის სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაეცა, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი", — აღნიშნა სოლოღაშვილმა.
სასულიერო პირთან დაკავშირებით On.ge ამ დრომდე ცდილობს დაუკავშირდეს საპატრიარქოს პრესსამსახურს და გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულ მღვდელს მრევლთან ურთიერთობა და ატარებდა თუ არა ის ღვთისმსახურებას.
#news
#politics
#religion