საქართველოში აშშ-ის საელჩომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
საელჩო აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში აშშ-ის საელჩო 8 მარტის ხელშეკრულების დაცვისკენ მოუწოდებს ყველა ხელმომწერს.
, , ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
#ირაკლიოქრუაშვილი
#აშშსაელჩო
#სასამართლო
#პოლიტიკა
#tbilisidaily
y