ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სასამართლოს მიუკერძოებლობას-აშშ-ის საელჩო

ByOn.geGeorgia
0
ამერიკის საელჩო გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმაურება და ყველა ხელმომწერ მხარეს მოუწოდებს, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობები სრულად დაიცვან. "ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება", — აღნიშნულია განცხადებაში.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0