ჩინეთის მედია - რუსეთიდან იმპორტირებული კორონავირუსის შემთხვევები პანდემიის მეორე ტალღას უწყობს ხელს

0
ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია ჰელიონჯანგში, რომელიც მკაცრ კარანტინში ჩაკეტეს, ცხელი ხაზი ამოქმედდა. მოქალაქე, ვინც ხელისუფლებას საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ შეატყობინებს, დაჯილდოვდება. მედიის ცნობით, ბოლო პერიოდში პროვინციაში იმატა რუსეთის მხრიდან საზღვრის დარღვევებმა, რაც კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. პირები, ვინც მსგავსი ფაქტის შესახებ განაცხადებენ, 3000 უანით დაჯილდოვდებიან, ხოლო ის, ვინც დააკავებს არალეგალურ მიგრანტს, 5000 უანით. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, პროვინციაში რუსეთიდან ჩასულთა ნაწილს კორონავირუსი აღენიშნება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეპიდემიის გავრცელებაზე. „ეს განგაშის საფუძველია. ჩინეთმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს ვირუსის ქვეყანაში შემოტანა“, - წერს გამოცემა. მხოლოდ ორშაბათს ჰელიჯანგში კორონავირუსის 79 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი იმპორტირებული იყო რუსეთიდან.
0