უწყებათაშორისმა საბჭომ შესაძლოა, დღეს ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს
236 Views
Gode Marr
Tbilisi · 5 months ago

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ იმსჯელებენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც აღნიშნული საკითხის გარდა, განცხადება უმუშევრად დარჩენილი პირების დახმარების საკითხზეც გაკეთდება.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებამდე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის განცხადებითაც, საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს.


Gode Marr
Tbilisi · 5 months ago
35
Write a comment
Similar Posts