მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი 6 ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროზე ისაუბრა

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი დაემატა. მისი ინფორმაციით, მათგან 5 ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. ეზუგბაიას თქმით, ქობულეთის კლასტერიდან შემოყვანილი 5 პაციენტიდან 4 მოზარდია. , , 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია და მათგან 45 ჩვენი გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. ორი კლასტერი შემოგვემატა, ერთი ქობულეთი და მეორეს წყარო ჩემთვის უცნობია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#ქობულეთი
#ინფექციურისაავადმყოფო
#ეზუგბაია
#tbilisidaily
0